კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00 12.08, 2022 წელი
კითხვა: პერიოდულად მიჩნდება ფერისმჭამელები. გთხოვთ, მასწავლოთ რაიმე მცენარეული, ადვილად მოსამზადებელი საშუალების რეცეპტი, რომელიც სასურველ შედეგს მომცემს.
პასუხი: 2 სადილის კოვზი ახალგამოწურული ალოეს წვენი გახსენით 200 მილილიტრ გადადუღებულ, თბილ წყალში და პრობლემური ადგილები ამ ხსნარით გაიწმინდეთ.
კითხვა: რა უნდა გამოვიყენო გამომშრალი, გახუნებული, ქერტლგაჩენილი და გამოფიტული თმის აღსადგენად?
პასუხი: ასეთ დროს უნდა შეიძინოთ მაღალი ხარისხის აღმდგენი ნიღბები და ბალზამები, რომლებიც დაუბრუნებს თმას ელასტიკურობას, ბზინვარებას და, თან, ქერტლსაც გააქრობს.
კითხვა: რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე დიეტა ერთისთვის ეფექტური და შედეგიანია, მეორისთვის კი – არა. გასაგებია, რომ ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად მოქმედებს, მაგრამ, მაინტერესებს, რატომ არის ერთნაირი დიეტის შემთხვევაში ასეთი განსხვავებული შედეგი?
პასუხი: სხვადასხვა ადამიანზე ერთი და იმავე დიეტის განსხვავებული შედეგი დამოკიდებულია იმაზე, აკლია თუ არა ორგანიზმს იოდი. რაც უფრო მეტად აქვს ადამიანს იოდის დეფიციტი, მით უშედეგოა ნებისმიერი დიეტა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან