რჩევები

კითხვა-პასუხი

№53

ავტორი: ანი რევია 11:00 07.01, 2021 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

საჭიროა თუ არა სეზონურად სახის კრემის შეცვლა, წელიწადის რომელ დროსაა სასურველი კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე „თბილისელებს“ სპეციალისტი პასუხობს.


კითხვა: ზამთარ-ზაფხულ ერთსა და იმავე კრემსა და ნიღაბს ვხმარობ და მითხრეს, რომ სეზონურად უნდა ვცვალო. ეს აუცილებელია?

✔️ პასუხი: დიახ, საჭიროა. სეზონურად უნდა ცვალოთ კრემებიც და ნიღბებიც, ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი კანის ტიპი. კანი სხეულის გარე საფარველია და, შესაბამისად, გარეგანი ზემოქმედებისაგან გვიცავს. ამიტომ, სხვადასხვა სეზონზე კანის მოვლის წესები სხვადასხვაა.

❓ კითხვა: წელიწადის რომელ დროს სჯობს სახეზე ბიორევიტალიზაციისა და სხვა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება?

✔️ პასუხი: პილინგები, ფოტოგაახალგაზრდავება და ბიორევიტალიზაცია უმჯობესია,ჩაიტაროთ ზამთრის პერიოდში, რადგან ეს ამ პროცედურებისთვის საუკეთესო სეზონია.

❓ კითხვა: ხშირად მიშრება ხელის კანი და ვხმარობ მკვებავ ნიღბებს. თუმცა, ამ ბოლო პერიოდში აღარ მშველის და რამით ხომ არ ჩავანაცვლო?

✔️ პასუხი: კარგია, თუ ხელის კანზე ჩაიტარებთ ჟანგბადის ნიღბებს. ეს პროცედურა უმჯობესია ამ სეზონზე, როცა გარეთ ნაკლებ დროს ვატარებთ და ოთახში ჰაერი გამომშრალია. ხოლო ჰერკულესის, გვირილის ნახარშის, კოსმეტიკური თიხის ჩვეულებრივ მკვებავ ნიღაბს, შეგიძლიათ, დაამატოთ რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი