რჩევები

კითხვა-პასუხი

№19

ავტორი: ანი რევია 10:00 20.05, 2022 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მაკიაჟის გარეშე სახლიდან არ გავდივარ. მით უმეტეს, სამსახურში. რას მირჩევთ, როგორი „ჩრდილები“ უნდა გავიკეთო ყოველდღიური მაკიაჟის დროს?

პასუხი: თავდაპირველად ქუთუთოებზე კეთდება ბაზა – მისი წყალობით, „ჩრდილის“ ფერი უფრო მსუყე გამოდის. გარდა ამისა, ბაზა მას უფრო მდგრადს ხდის. დღის მაკიაჟის გაკეთებისას აიღეთ 2 ფერის „ჩრდილი“ – ბაცი და ოდნავ უფრო მუქი. ჯერ წაისვით მუქი „ჩრდილი“, ზემოდან კი – ბაცი. წასასმელად გამოიყენეთ რბილი ფუნჯი, რომ უფრო „ჰაეროვანი“ ეფექტი მიიღოთ.

კითხვა: რისთვის არის საჭირო ფრჩხილის ბაზის გამოყენება და როგორ უნდა გამოვიყენოთ ფრჩხილის ზეთი?

პასუხი: ფრჩხილების გასუფთავებისა და მათთვის სასურველი ფორმის მიცემის შემდეგ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, სწორედ ბაზის წასმაა. ბაზა თქვენს ლაქს უფრო მდგრადს გახდის და ფრჩხილებს პიგმენტური ლაქებისგანაც დაიცავს. ხოლო, იმისათვის რომ თქვენი ფრჩხილები იდეალურად გამოიყურებოდეს, ყველანაირი პროცედურის შემდეგ საჭიროა, ფრჩხილებზე მკვებავი ზეთი დაიტანოთ და კარგად შეიზილოთ. გარდა სილამაზისა და მბზინავი ეფექტისა, ეს ზეთები თქვენი ფრჩხილებისა და ნუნების სიჯანსაღესაც უზრუნველყოფენ.

კითხვა: მაქვს დავარდნილი, ცხიმიანი და სწორი თმა. რას უნდა შეიცავდეს შამპუნი და კონდიციონერი, რომ ჩემს თმას მოუხდეს?

პასუხი: სწორი თმა მიდრეკილია ცხიმიანობისა და მოცულობის დავარდნისკენ, ამიტომ, თავი დაიბანეთ ისეთი შამპუნით, რომელიც არ შეიცავს სულფატს. ეს დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმიანობის გაკონტროლებაში. სწორი თმისთვის სირბილისა და ერთგვაროვნების შესანარჩუნებლად, შამპუნის შემდეგ, აუცილებლად გამოიყენეთ კონდიციონერი. შეარჩიეთ ისეთი კონდიციონერი, რომლის შემადგენლობაშიც შედის შემდეგი ნატურალური ზეთები: ქოქოსი, ჟოჟობა ან არგანი. ისინი თქვენი თმის დატენიანებასა და კვებაზე იზრუნებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი