რჩევები

კითხვა-პასუხი

№2

ავტორი: ანი რევია 11:00 21.01, 2022 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ ორსულად. მინდა, ამ პერიოდში განსაკუთრებულად ვიზრუნო ჩემს სილამაზეზე და ამასთან, თავის მოვლის უსაფრთხო საშუალებები გამოვიყენო. მირჩიეს ორგანული კოსმეტიკა. თან მითხრეს, რომ დიდხანს არ ინახება. იქნებ მომაწოდოთ, ინფორმაცია, რამდენად უსაფრთხოა, რამდენ ხანს ინახება და ორსულობის პერიოდში თუ შემიძლია მისი გამოყენება?

პასუხი: ორგანული კოსმეტიკა არ შეიცავს ისეთ დანამატებს, როგორებიცაა: სულფატები, პარაბენები, SLS, ქიმიური არომატიზატორები და სხვა ნივთიერებები. მისი მთავარი ღირებულება არის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და მაღალი ეფექტურობა. მასში შემავალ მცენარეთა ექსტრაქტების მოლეკულებს შეუძლიათ, მაქსიმალურად ღრმად შეაღწიონ ეპიდერმისის ფენებში, სადაც მათი სამკურნალო თვისებები იწყებს მოქმედებას, განსხვავებით სინთეტიკური ნივთიერებებისგან, რომლებზეც ორგანიზმი უარყოფითად რეაგირებს. ორგანული კოსმეტიკის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ მათი შენახვის ვადა გაცილებით ნაკლებია. მისი მოხმარება რეკომენდებულია პროდუქტის გახსნიდან 3-6 თვემდე. ორგანულ კოსმეტიკაში შემავალი კონსერვანტები მცენარეული წარმოშობისაა. ყველაზე ხშირად, ეს არის ვიტამინი E და ეთერზეთები. მავნე პარაბენების ნაცვლად კი გამოიყენება ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური ნივთიერება ანტიოქსიდანტური მოქმედებით, მაგალითად, გრეიპფრუტის თესლის ექსტრაქტი. ყველაფერი ეს კი საშუალებას იძლევა, თამამად გამოიყენოთ ორგანული კოსმეტიკური საშუალებები ორსულობის პერიოდში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი