რჩევები

კითხვა-პასუხი

№1

ავტორი: ანი რევია 11:00 14.01, 2022 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი დღის საცხი შეიცავს SPF-ს. ასევე ვისვამ მზისგან დამცავ ტონალურს. მინდა, შევცვალო და რას მირჩევთ?

პასუხი: თუ თქვენი დღის საცხი შეიცავს SPF-ს, მაშინ არ გჭირდებათ კიდევ მზისგან დამცავი ტონალური. ის საცხს უფრო მდგრად ტექსტურას ანიჭებს, რაც ტვირთავს კანს. იდეალური ვარიანტია საცხი – მოვლა, დატენიანება და შენიღბვა, ყველაფერი ერთშია.

კითხვა: ყოველდღიურად, როგორც კი ვიღვიძებ, მაშინვე ვიკეთებ მაკიაჟს. წლებია, ასე ვიქცევი. მგონია, შეუღებავი, ცუდად გამოვიყურები. მეგობარმა მითხრა, რომ ზოგჯერ აუცილებელია სახის კანის დასვენება. მაინტერესებს, რამდენ ხანში ერთხელ?

პასუხი: აუცილებელია, კანს მისცეთ სუნთქვის საშუალება და დაასვენოთ. მხედველობაში გვაქვს, დღე მაკიაჟის გარეშე, ანუ მხოლოდ დატენიანება და დაცვა. აუცილებელია კანი კვირაში ერთხელ დაასვენოთ.

კითხვა: რას მირჩევთ სხეულისა და თმის, უსაფრთხო და ეფექტურ დასატენიანებელ საშუალებად?

პასუხი: ქოქოსის კარაქი სხეულისთვის საუკეთესო საცხია, იდეალური ნიღაბია და თმისთვისაც სუპერსაშუალებაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი