რჩევები

კითხვა-პასუხი

№52

ავტორი: ანი რევია 11:00 07.01, 2022 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: შილაკისა და ფრჩხილის ლაქის ხშირმა გამოყენებამ საგრძნობლად გამიფუჭა ფრჩხილის ხარისხი და მტვრევადი გახადა. როგორ აღვადგინო ფრჩხილის სტრუქტურა შინაურ პირობებში და ფრჩხილის მტვრევაც შევაჩერო?

პასუხი: თბილ ზეთში დაამატეთ ლიმონის წვენი და 1 ამპულა A ვიტამინი. ამ ნარევში ჩაყავით თითები 20 წუთით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე და პრობლემა მალევე მოგვარდება. ასევე კარგია, თუ ძილის წინ ხელებსა და ფრჩხილებზე შეიზელთ 50 მილილიტრი ზეითუნის ზეთისა და 10 წვეთი ლიმონის წვენის ნაზავს, შემდეგ ჩაიცვამთ ნატურალურ ბამბის ხელთათმანებს და ასე დაიძინებთ.

კითხვა: მითხრეს, რომ დაბანის მერე, მალევე უნდა წავისვა სახისა და ტანის დამატენიანებელი კრემები. არადა, მე ამ პროცედურას დაბანიდან, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ვიტარებდი, რომ კანი დამესვენებინა. თქვენ რას მირჩევთ?

პასუხი: გირჩევთ, დაიტანეთ დამატენიანებელი საცხი დაბანის შემდგომ მაშინვე. 60 წამში წყლის თხელი ფენა აორთქლებას იწყებს და კანი ტენიანობას კარგავს.

კითხვა: სამსახურის საქმეებზე ხშირად მიწევს მთიან ადგილებში ყოფნა. აკლიმატიზაციისა და წყლის ცვალებადობის გამო სახეზე მაყრის და ალერგიული ფონი მეწყება. ხშირად არ მაქვს თან სახის მოვლის საშუალებები და შემცვლელად რას მირჩევთ?

პასუხი: თუ სახეზე გამონაყარი აღგენიშნებათ, ასევე, ალერგიული ფონი შენიშნეთ და სახის მოვლის საშუალებები ხელთ არ გაქვთ, დაიბანეთ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით. მის შემცველობაში თუთიის პირითიონია, რომელიც ეფექტური საშუალებაა ანთების საწინააღმდეგოდ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი