რჩევები

კითხვა-პასუხი

№41

ავტორი: ანი რევია 11:00 22.10, 2021 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მაქვს ხვეული და მშრალი თმა. ძალიან მიჭირს ვარცხნილობის შენარჩუნება და ამიტომ, ხშირად მიწევს სტილისტთან ვიზიტი. რას მირჩევთ, რომ ბოლოჭამიები არ გამიჩნდეს და რა პერიოდულობითაა რეკომენდებული სალონში ვიზიტი?

პასუხი: იმ შემთხვევაში, თუ თმა დაზიანებული ან შეღებილია, უმჯობესია, ყოველი შეღებვისას შეიჭრათ თმის ბოლოები. ეს ხელს შეუშლის ბოლოჭამიების გაჩენას. ხვეული თმის ვარცხნილობის შესანარჩუნებლად კი გირჩევთ, სტილისტს 6-12 კვირაში ერთხელ ესტუმროთ.

კითხვა: მაქვს ცხიმიანი კანი. მითხრეს, რომ ცხელი წყლით სახის ხშირად დაბანას უნდა მოვერიდო და თქვენ რას მირჩევთ? და, რამდენად შევიკავო თავი მკვებავი საცხების ხმარებისგან?

პასუხი: ცხიმიანი კანის შემთხვევაში, სახის დაბანა ცხელი წყლით მხოლოდ კვირაში ერთხელ შეიძლება, დღეგამოშვებით ცივი წყლით დაიბანეთ, დანარჩენ დღეებში კი – ოთახის ტემპერატურის წყლით. დასაბანად საჭიროა კოსმეტიკური საპნის ქაფის გამოყენება. ცხელი წყლით დაბანის შემდეგ სახეზე აუცილებლად უნდა შეისხათ ცივი წყალი. რაც შეეხება მკვებავს, ცხიმიანი კანი უნდა იკვებოს ნებისმიერი სხვა ტიპის კანის მსგავსად. მცდარია მოსაზრება, რომ ცხიმიანი კანი საერთოდ არ საჭიროებს მკვებავ და ვიტამინიზებულ კრემებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი