რჩევები

კითხვა-პასუხი

№40

ავტორი: ანი რევია 11:00 14.10, 2021 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მეგობარმა მითხრა, რომ ძალიან კარგია სახამებლისა და მარილის ანტიასაკობრივი ნიღბის გაკეთება. თუმცა, რეცეპტი არ იცის და ხომ ვერ დამეხმარებით?

პასუხი: სახამებლისა და მარილის მეშვეობით, მართლაც, იდეალურ სახის კანს მიიღებთ. პირველივე პროცედურაზე კანი ბზინვარე, დაჭიმული და ახალგაზრდული გახდება. ამ ნიღბის გაკეთება სასურველია 1 თვის განმავლობაში, ყოველ მე-3 დღეს. დაგჭირდებათ 0,25 ჭიქა წყალი, 1 ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, 3 ჩაის კოვზი გლიცერინი და 2 ჩაის კოვზი მზესუმზირის ზეთი. შეურიეთ ერთმანეთს გლიცერინი და სახამებელი. დაუმატეთ მარილი, ზეთი, წყალი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მასა კრემის ან გელის კონსისტენციის უნდა იყოს. ნიღაბი სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე წაისვით. ეცადეთ, თვალში არ მოგხვდეთ. 40 წუთით წამოწექით და მოდუნდით. ჩამობანამდე სახე სველი პირსახოცით დაისველეთ. ეფექტის გასაძლიერებლად წყლის ნაცვლად გამოიყენეთ ბალახების ნახარში ან მწვანე ჩაი, ხოლო არარაფინირებული მზესუმზირის ზეთის ნაცვლად – ყურძნის წიპწის, ხორბლის აღმონაცენის ან ნუშის ზეთი. ნიღაბი მომზადებისთანავე უნდა გამოიყენოთ.

კითხვა: მაჩუქეს ქოქოსის ზეთი. გთხოვთ ამიხსნათ, რისთვისაა კარგი კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით?

პასუხი: ქოქოსის ზეთი შესანიშნავი საშუალებაა პიგმენტური ლაქებისა და ნაოჭების საწინააღმდეგოდ. კანს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგანაც იცავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი