რჩევები

კითხვა-პასუხი

№36

ავტორი: ანი რევია 11:00 17.09, 2021 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: სახეზე გამიჩნდა შავი წერტილები. ვიცი, რომ მას შველის ყავის ნალექი და რამე უნდა შევურიო თუ პირდაპირ წავისვა?

პასუხი: შეურიეთ ერთმანეთს 2 სუფრის კოვზი ყავის ნალექი ან წვრილად დაფქული ყავა და ხაჭო შეფარდებით 1:1. დაიტანეთ ნარევი დაორთქლილ სახის კანზე, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ 2 წუთის განმავლობაში, დაიტოვეთ 10 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.

კითხვა: მაქვს ძალიან მშრალი კანი. მირჩიეთ, როგორ დავატენიანო ის ბუნებრივი კომპონენტებით სახლის პირობებში?

პასუხი: გამოგადგებათ კომბოსტოს ნიღაბი – გაატარეთ კომბოსტოს ფოთლები ხორცის საკეპ მანქანაში ან დააბლენდერეთ. კომბოსტოს ფაფას თანაბარი პროპორციით დაამატეთ კვერცხის გული და მცენარეული ზეთი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით სახესა და ყელზე და 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი