რჩევები

კითხვა-პასუხი

№29

ავტორი: ანი რევია 11:00 30.07, 2021 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ გავათავისუფლო კანი მკვდარი უჯრედებისგან? ამბობენ, აქერცვლა შველისო და ასეთი საშუალებების ხმარება კარგია ტანის კანისთვის?

პასუხი: აქერცვლის საშუალებების გამოყენება აუცილებელია კანის კომპლექსური მოვლისთვის. ეს საშუალებები ათავისუფლებს კანს მკვდარი უჯრედებისგან, აჩქარებს მისი აღდგენის პროცესს და კანს ხდის უფრო მეტად ხავერდოვანს. გამოიყენეთ სკრაბი ან ჰიდრომჟავების ბაზაზე დამზადებული საშუალებები.

კითხვა: ფეხზე არასასურველ თმას ცვილით ვიღებ. ამის შემდგომ რა წავისვა, რომ ფეხის კანი დატენიანდეს და არ გაღიზიანდეს?

პასუხი: ცვილის გამოყენებამდე, ფეხის კანი სკრაბით დაიმუშავეთ. თმის მოცილების შემდგომ კი კარგია დატენიანება სწრაფი შეწოვადი კრემით.

კითხვა: მზის სათვალეს არ ვხმარობ და თვალების ჭუტვისგან წვრილი ნაოჭები გამიჩნდა. რა ვიხმარო?

პასუხი: ზოგადად, კარგია თუ ზაფხულში მზის სათვალეს გამოიყენებთ. სწორედ, ამით დაიცავთ თვალის გარშემო კანს მზის სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგან და ნაოჭებისგან. თვალების გარშემო კანი ნაზი ზონაა, ამიტომ ის უნდა დაიტენიანოთ სპეციალურად თქვენი კანის ტიპისთვის შექმნილი თვალის საცხით ყოველ დილას და საღამოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი