რჩევები

კითხვა-პასუხი

№23

ავტორი: ანი რევია 11:00 18.06, 2021 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: თუ დაბანის შემდეგ გარეთ ვარ გასასვლელი, ვერიდები ლოსიონის წასმას, რადგან სუნამო უნდა ვიპკურო. თუ სახლში ვარ, მაშინ, რასაკვირველია, ვიყენებ. სწორად ვიქცევი, როცა ლოსიონს და სუნამოს ერთდროულად არ ვხმარობ?

პასუხი: არომატს ცხიმიანი კანი უფრო კარგად ინარჩუნებს. ზოგადად, სუნამო უნდა დაიპკუროთ აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ, რადგან დატენიანებულ სხეულზე არომატი უფრო მდგრადი იქნება. იმისთვის, რომ დიდხანს შეინარჩუნოთ არომატი, სუნამო დაიპკურეთ პულსაციის წერტილებსა და სხეულის თბილ არეებში. შედეგად, არომატი მთელ სხეულზე თანაბრად გადანაწილდება. თუ ლოსიონი არ არის მძაფრი სურნელის, მაშინ, შეგიძლიათ, სუნამოც მასთან ერთად იპკუროთ.

კითხვა: ყოველ დილით ვიბან თავს, მაგრამ საღამოსკენ თმა უკვე საშინლად მიპრიალებს. რა არ ვცადე და არ მიშველა. რა მოვიმოქმედო?

პასუხი: იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ცხიმის დაგროვება და თმის სიპრიალე, არ წაისვათ კონდიციონერი თავის ქალასა და თმის ძირებზე. მისი დატანა დაიწყეთ კისრის გაყოლებიდან თმის ბოლოებამდე.

კითხვა: მინდა, თმაზე კერატინი გავიკეთო, მაგრამ ცოტა ვფრთხილობ. მაინტერესებს, რა უარყოფითი თვისებები გააჩნია?

პასუხი: ის წამალი, რომელიც თმაში ჯდება, საკმაოდ ცხიმიანია, შესაბამისად, კერატინიანი თმა მალე ცხიმიანდება. თუ თქვენ თავს 3 დღეში ერთხელ იბანთ, კერატინის შემთხვევაში, 2 დღეში ერთხელ მოგიწევთ. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ უხარისხო კერატინი შეიცავს დიდი რაოდენობით ქიმიურ ნივთიერებას – ფორმალდეჰიდს, რომელიც საზიანოა არა მარტო თმისთვის, არამედ, ზოგადად, ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, კარგად შეარჩიეთ სილამაზის სალონი და სპეციალისტი, რომელსაც თქვენი თმის ჯანმრთელობას ანდობთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი