რჩევები

კითხვა-პასუხი

№22

ავტორი: ანი რევია 10:00 12.06, 2021 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: სხეულის გარკვეულ ნაწილებზე გამიჩნდა ცელულიტი. მითხრეს, რომ ყავა შველის. რამდენად რეალურია და როგორ მოვიხმარო?

პასუხი: ყავაში შემავალი კოფეინი შესანიშნავი საშუალებაა ცელულიტთან საბრძოლველად. ყავის მოხარშვის შემდეგ, დარჩენილი ნალექი შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში და შემოიხვიეთ კულინარიული ცელოფანი. 15-20 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ. გააკეთეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ.

კითხვა: ხშირად მომისმენია, რომ თუ სახის კანს ხშირად ავიქერცლავთ სკრაბებისა და პილინგების დახმარებით, ამით კანის გაახალგაზრდავებას შევუწყობთ ხელს და ნაოჭებიც არ გაჩნდება. რამდენად უსაფრთხოა ეს პროცედურა, ღირს ცდა თუ ექსპერიმენტისგან თავი შევიკავო?

პასუხი: გეთანხმებით, ბოლო დროს სილამაზის ექსპერტები ძალიან ხშირად ამბობენ, რომ მხოლოდ აქერცვლას შეუძლია თქვენი კანის განახლება და ადრე დაბერების თავიდან აცილება. ამაში არის სიმართლის მარცვალი, თუმცა ზომიერება გმართებთ: თუ კვირაში 2-ჯერ იყენებთ პილინგებს და სკრაბებს, ეს ნორმაა ცხიმიანი კანისთვის, მშრალი კანისთვის კი ერთხელ გამოყენებაც საკმარისია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თქვენ მხოლოდ ეპიდერმისის ახალგაზრდა უჯრედებს აზიანებთ და გაახალგაზრდავების ეფექტის ნაცვლად, საპირისპირო შედეგებს მიიღებთ.

კითხვა: დილით სამსახურში გამუდმებით მაგვიანდება, რადგან ვერა და ვერ ვისწავლე წამწამებზე ტუშის ისე წასმა, რომ ქუთუთოებზე არ გადავიდეს და მერე მისი მოშორება და თავიდან წასმა არ მომიხდეს. რა გავაკეთო, რომ ეს პროცედურა გავამარტივო?

პასუხი: სანამ თვალზე ტუშს წაისვამდეთ, წამწამების ქვეშ მუყაოს პატარა ნაჭრები დაიდეთ, სავიზიტო ბარათიც გამოგადგებათ. ასე თამამად შეგიძლიათ, წაისვათ ტუში და არ ინერვიულებთ, რომ თვალის ირგვლივ ქუთუთები დაგესვრებათ, სახის დაბანა და თავიდან წასმა მოგიწევთ და თან, ამის გამო სამსახურში დაგვიანება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი