რჩევები

კითხვა-პასუხი

№16

ავტორი: ანი რევია 11:00 30.04, 2021 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: სახეს სახლის პირობებში ვიწმინდავ. შევიძინე გამადიდებელი სარკე და ჩემი სახის პრობლემები უფრო კარგად დავინახე. პროცედურის ჩატარებაც მიადვილდება. თუმცა, სადღაც წავიკითხე, რომ ზოგიერთი კოსმეტიკური პროცედურის ჩატარება ასეთ სარკეში ჩახედვით არ არის რეკომენდებული. მართალია?

პასუხი: მართალია, გამადიდებელ სარკეში, ზოგიერთი პროცედურის ჩატარება უფრო ადვილია, მაგრამ ამასთან ერთად, ყველა ნაკლი გაცილებით მკაფიო და სერიოზული ჩანს. სწორედ, ეს სარკეა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფიქრობთ, რომ იმაზე პრობლემური კანი გაქვს, ვიდრე სინამდვილეშია. ამიტომ, გირჩევთ, უპირატესობა სტანდარტულ სარკესა და კარგ განათებას მიანიჭოთ

კითხვა: ბევრი საუბრობს, რომ თმის საშრობი, ეგრეთ წოდებული, ფენი, თმას საგრძნობლად აფუჭებს და ცვენასაც იწვევს. არადა, გარეთ სველი თმით ხომ ვერ გავალ და რა ვქნა?

პასუხი: თმის საშრობის სწორად გამოყენებაა საჭირო და არა მისი სრულიად უარყოფა. დიახ, ცხელი ჰაერი თმას ძალიან აზიანებს და ცვენას უწყობს ხელს. კარგია, თუ ბუნებრივად გაიშრობთ, მაგრამ თუ ჩქარობთ ან ფორმის მიცემა გინდათ და მაინც გიწევთ ფენის გამოყენება, მაშინ ის დაბალზე ჩართეთ და არა მაქსიმალურზე. ასეთ შემთხვევაში, ცხელი ჰაერი თმას ნაკლებად დააზიანებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი