რჩევები

კითხვა-პასუხი

№7

ავტორი: ანი რევია 10:00 27.02, 2021 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი საქმიანობის გამო ბევრ ადამიანთან მიწევს შეხება, ამიტომ ფრჩხილები მუდამ მოწესრიგებული უნდა მქონდეს. დილით, სამსახურში წასვლამდე ვისვამ ლაქს. თუმცა, გვიანაც შრება და თან ნუნებზეც გადადის. იქნებ მირჩიოთ, როგორ გავიშრო ლაქი სწრაფად და ნუნებიდანაც მოვიცილო?

პასუხი: თუ გსურთ, რომ ფრჩხილზე ლაქი სწრაფად გაშრეს, ჩაყავით ლაქწასმული თითები ყინულიან წყალში და უსწრაფესად გაგიშრებათ ან გამდინარე, ცივ წყალს შეუშვირეთ. ხოლო, სანამ ფრჩხილზე ლაქს წაისვამდეთ, ნუნებზე ბამბის ჩხირით ზეითუნის ზეთი წაისვით. ასე მარტივად მოიშორებთ ლაქს, რომელიც შემთხვევით კანზე მოგხვდებათ.

კითხვა: ძალიან მომწონს შავი ფანქრით შეღებილი თვალი, თუმცა სწორი ხაზის გასმა ვერ ვისწავლე. რაიმე საშუალება არსებობს, რომ სწორი ხაზის გაკეთება შევძლო?

პასუხი: თუ ფანქრით სწორი ხაზების გაკეთება თვალებზე არ გამოგდით, ისწავლეთ ფანქრის ჰორიზონტალურად დაჭერა და ფანქრის მსხვილი ბოლოთი ხატვა – ეს წარმატების საწინდარია. პირველივე გასმაზე სწორი ხაზი არ გამოგივათ, ამიტომ, 3-4 პატარა შტრიხის გაკეთება მოგიწევთ. ისრის ხატვა თვალის შუა ხაზიდან დაიწყეთ.

კითხვა: როცა თვალის ან ტუჩის კონტურის ფანქრებს ვთლი, შიგთავსიც ტყდება და თან მიჰყვება. რა გავაკეთო?

პასუხი: იქამდე, სანამ თვალისა და ტუჩის ფანქარს გათლიდეთ, რამდენიმე ხანი ისინი მაცივარში მოათავსეთ. ასე, ნაკლებმტვრევადი იქნება ფანქარი.

კითხვა: მითხრეს, რომ ქოქოსის ზეთი კარგი საშუალებაა მაკიაჟის მოსაცილებლად და როგორ გამოვიყენო?

პასუხი: დიახ, ქოქოსის ზეთი მაკიაჟის მოსაშორებელი შეუდარებელი საშუალებაა. ჩამოიშორეთ ჩვეული წესით მაკიაჟი, შემდეგ ბამბის ტამპონზე დაასხით ცოტაოდენი ქოქოსის ზეთი და დარჩენილი ჭუჭყიც მოიშორეთ არა მარტო სახიდან, არამედ თვალებიდანაც. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

კითხვა: სახლიდან სანამ გავალ, ტუჩებზე პომადის ფერი უკვე აღარ მემჩნევა. რა მოვიმოქმედო, დიდხანს რომ გამიძლოს?

პასუხი: დაიყარეთ შეღებილ ტუჩებზე შესაფერისი ფერის თვალის ჩრდილები. ასე პომადა ბევრად დიდხანს გაგიძლებთ და ფერსაც შეინარჩუნებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი