რჩევები

ხაჭოს 3-დღიანი დიეტა

№21

ავტორი: ანი რევია 11:00 29.05, 2023 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ხაჭოში დიდი რაოდენობით სასარგებლო მიკროელემენტებია და ასევე, ფერმენტები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. მასში შემავალი კალციუმი ამაგრებს ძვლებს, ფრჩხილებს, კბილებს, თმა უფრო მოცულობითი ხდება. ასევე, ამ დიეტის წყალობით, ადვილად დაიკლებთ ზედმეტ კილოგრამებს და ორგანიზმს ჭარბი წონისგან გაათავისუფლებთ.

გაითვალისწინეთ, ხაჭოს დიეტის დროს აუცილებელია, ბევრი წყალი დალიოთ. ჰიდრობალანსი რომ დაცული იყოს, დღეში 3 ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ. ხაჭო კი საშუალო ცხიმიანობის მიირთვით, რადგან ზედმეტად ცხიმიანი კალორიების დახარჯვას უშლის ხელს. დაბალი ცხიმიანობის ხაჭო კი მნიშვნელოვანი საკვები დანამატების გარეშე დაგტოვებთ.

პირველი დღე

500 გრამი ხაჭო და 500 მილილიტრი კეფირი გაყავით ხუთ ულუფად და მიირთვით დღის განმავლობაში. შუალედებში დალიეთ ბევრი წყალი, მწვანე ჩაი, ახალგამოწურული კენკრის წვენი.

მეორე დღე

დღეში ხუთჯერ მიირთვით ას-ასი გრამი ხაჭო თხილთან, ნიგოზთან, კენკროვან ხილთან ან თაფლთან ერთად და არ დაგავიწყდეთ სითხის მიღება.

მესამე დღე

დილით მიირთვით შვრიის ფაფა და ჩაი თაფლით. სადილზე ხაჭო, ხოლო ვახშმად კი, ხაჭო ქიშმიშით ან კენკრასთან ერთად. არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა.

დიეტას მხოლოდ სამი დღე იცავთ, მეტი არ შეიძლება. განმეორება კი შეგიძლიათ ორი კვირის შემდეგ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი