რჩევები

კარტოფილისა და კეფირის დიეტა და 3 დღეში – მინუს 2 კილოგრამი

№18

ავტორი: ანი რევია 11:00 09.05, 2022 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

კარტოფილი გემრიელი და ნოყიერი ბოსტნეულია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისი მეშვეობით წონაში დაკლება ადვილად არის შესაძლებელი. კარტოფილის დიეტა 3 დღეზეა გათვლილი, მისი დაცვა კი იოლია, რადგან ნოყიერია და შეიცავს მცენარეულ ცილას. კეფირი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის შესანიშნავია და ასევე, მდიდარია ცილებით.

პირველი დღე

საუზმე: 1 ცალი მოხარშული კარტოფილი (მარილის გარეშე), 200 მილილიტრი უცხიმო კეფირი.

სადილი: 2 ცალი გამომცხვარი კარტოფილი (ოდნავ მარილიანი), უშაქრო მწვანე ჩაი.

ვახშამი: 2 ჭიქა უცხიმო კეფირი, დანამატების გარეშე.

მეორე დღე

საუზმე: 200 მილილიტრი კეფირი.

სადილი: 2 ცალი გამომცხვარი კარტოფილი (ოდნავ მარილიანი), უშაქრო მწვანე ჩაი.

ვახშამი: 1 ცალი მოხარშული კარტოფილი (მარილის გარეშე), 200 მილილიტრი უცხიმო კეფირი.

მესამე დღე

საუზმე: 1 ცალი მოხარშული კარტოფილი (მარილის გარეშე).

სადილი: 1 ცალი მოხარშული კარტოფილი (მარილის გარეშე), 200 მილილიტრი უცხიმო კეფირი.

ვახშამი: 200 მილილიტრი კეფირი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი