რჩევები

გაიწმინდეთ კუჭ-ნაწლავი ისპანახის წვენით და მარტივად დაიკელით წონაში

№2

ავტორი: ანი რევია 11:00 17.01, 2022 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ახალი წლის დღეებში მომატებულ წონას მარტივად დაიკლებთ, თუ მენიუში ისპანახს ჩართავთ. 

ეს დიეტა, იმავდროულად, კუჭ-ნაწლავის გაწმენდასაც უწყობს ხელს. აუცილებელია, თავად სცადოთ, რომ დარწმუნდეთ რამდენად კარგად უმკლავდება ისპანახი ზედმეტ კილოგრამებს. ყოველ დილით დალიეთ ნახევარი ჭიქა ისპანახის წვენი, დაიცავით ბალანსირებული კვების პრინციპები, საკვები მიიღეთ დღეში სამჯერ, რეგულარულად ივარჯიშეთ და ერთ თვეში შიმშილისა და ზედმეტი დატვირთვის გარეშე აშკარად შესამჩნევ შედეგს მიიღებთ. ისპანახისგან მომზადებული კერძები დიეტურ საკვებად მიიჩნევა. ამასთან, ისპანახი მდიდარია ცილებით, რომლებიც აუცილებელ ამინომჟავებს შეიცავს. მასში გაცილებით მეტი ცილაა, ვიდრე რძეში. ვიტამინები და მიკროელემენტები კი, თერმული დამუშავების შემდეგაც, ინარჩუნებენ თავიანთ თვისებებს. ისპანახი მდიდარია რკინითა და სხვა ნივთიერებებით, რომლებიც იცავენ ნერვულ სისტემასა და გულ-სისხლძარღვებს. მასში შემავალ ნივთიერებებს ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და მძიმე მეტალების მარილები. ასევე, ისპანახი ამცირებს სწორი ნაწლავის კიბოს, ოსტეოპოროზისა და ართრიტების განვითარების რისკს.

ასე რომ, გადატვირთული სადღესასწაულო, მრავალფეროვანი სუფრის შემდეგ, გირჩევთ მენიუში მეტი ისპანახი ჩართოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი