რჩევები

ერთკვირიანი ექსპრესდიეტა და მინუს 6 კილოგრამი

№5

ავტორი: ანი რევია 11:00 06.02, 2023 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ეს დიეტა საკმაოდ ძნელი დასაცავია. თუმცა, თუ ნებისყოფა, გამძლეობა, წონაში სწრაფად დაკლების სურვილიც გაქვთ და ჯანმრთელობაც გიწყობთ ხელს, მაშინ შეგიძლიათ, სცადოთ. საკმარისია მიჰყვეთ ქვემოთ მოყვანილ რეკომენდაციებს და ზედმეტ წონას უკან მოიტოვებთ.

ორშაბათი

ბოსტნეულის დღე

აირჩიეთ ერთი სახეობის ბოსტნეული და მიირთვით განუსაზღვრელი რაოდენობით დღის ნებისმიერ დროს. დალიეთ, მინიმუმ, 1,5 ლიტრი წყალი.

სამშაბათი

ხილის დღე

დილით დალიეთ 1 ჭიქა კეფირი, დღის განმავლობაში კი მიიღეთ იმ რაოდენობით ხილი, რამდენიც გსურთ, გარდა ბანანისა.

ოთხშაბათი

განტვირთვის დღე

დილით დალიეთ თაფლიანი ჩაი. ხოლო დღის განმავლობაში სვით მხოლოდ ხილის წვენი და მიირთვით ბოსტნეულის სალათა.

ხუთშაბათი

ხაჭოს დღე

დღის განმავლობაში მიირთვით ხაჭო, რამდენიც გსურთ და არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა.

პარასკევი

ბოსტნეულის დღე

მიირთვით მხოლოდ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული და ხილის წვენი.

შაბათი

ხილის დღე

დღის განმავლობაში მიირთვით ხილი და სვით დიდი რაოდენობით წყალი.

კვირა

ხილისა და ბოსტნეულის წვენის დღე

სვით მხოლოდ ერთი სახეობის ხილისა (გამორიცხეთ გრეიპფრუტი და ანანასი) და ბოსტნეულის წვენი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი