რჩევები

დიეტა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

№2

ავტორი: ანი რევია 11:00 18.01, 2021 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

მარტივი და ეფექტური დიეტა თბილისელებისგან“ 👇



ეს დიეტა მათთვისაა, ვისაც სწრაფად სურს ფორმაში ჩადგომა. მთავარი, რაც ამ დიეტის დროს უნდა გაითვალისწინოთ, ჭამამდე 20 წუთით ადრე 1 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ. გამორიცხეთ მარილიანი და შემწვარი საკვები. დიეტა რეკომენდებული არაა ორსულებისთვის, მეძუძური დედებისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც თირკმელების პრობლემა, კალციუმის ნაკლებობა და ავიტამინოზი აწუხებს.

✔️ პირველი დღე
საუზმე: უცხიმო ხაჭო.
სადილი: 2 ნაჭერი მოხარშული თევზი, ბოსტნეულის სალათასთან ერთად.
ვახშამი: 50 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, 1 ნაჭერი ჭვავის პური, 1 ჭიქა მაწონი.

✔️ მეორე დღე
საუზმე: 2 ცალი მოხარშული სოსისი, 1 ნაჭერი ჭვავის პური, უშაქრო მწვანე ჩაი.
სადილი: 1 ულუფა ქათმის ბულიონი.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, ცოცხალი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა.

✔️ მესამე დღე
საუზმე: ხილის სალათა და 1 ჭიქა მაწონი.
სადილი: 1 ულუფა სოკოს ბულიონი, 1 ნაჭერი შავი პური.
ვახშამი: 100 გრამი მოხარშული მჭლე ხორცი, ცოცხალი ბოსტნეულის სალათა.

✔️ მეოთხე დღე
საუზმე: უცხიმო იოგურტი.
სადილი: 1 ულუფა ბოსტნეულის სუპი, 1 ნაჭერი შავი პური.
ვახშამი: 2 ნაჭერი მოხარშული თევზი, ბოსტნეულის სალათა.

✔️ მეხუთე დღე
საუზმე: ხაჭო ხილით.
სადილი: მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი, 1 ნაჭერი შავი პური.
ვახშამი: 2 მოხარშული სოსისი, 1 ნაჭერი შავი ან ჭვავის პური, 1 ჭიქა იოგურტი.

✔️ მეექვსე დღე
საუზმე: 1 მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ყველი, 1 ნაჭერი შავი პური
სადილი: მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი, ბოსტნეულის სალათა.
ვახშამი: 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ცალი მოხარშული სოსისი, 1 ნაჭერი შავი პური, 1 ჭიქა იოგურტი.

✔️ მეშვიდე დღე
საუზმე: ხილის სალათა.
სადილი: ქათმის ბულიონი, 1 ნაჭერი შავი პური.
ვახშამი: სოკოს სალათა, 1 ჭიქა იოგურტი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი