რჩევები

დაიკელით წონაში ჯანჯაფილის დახმარებით

№12

ავტორი: ანი რევია 11:00 27.03, 2023 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ჯანჯაფილი ანუ კოჭა, ის სანელებელია, რომელიც საკვებს განსაკუთრებულ გემოს აძლევს. ის გამოიყენება სამკურნალოდაც. მას ბევრი უნიკალური თვისება აქვს, რომელთა რიცხვშიც ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაც შედის, რადგან, ჯანჯაფილის ჩაის დალევა ახშობს შიმშილის გრძნობას.

გასახდომი ჩაის მოსამზადებლად გაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ ჯანჯაფილის ფესვი. 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფესვი გახსენით 1 ჭიქა ადუღებულ წყალში და ცოტა ხანს გააჩერეთ. სასმელს დაუმატეთ ლიმონის პატარა ნაჭერი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და დალიეთ.

ჯანჯაფილის ჩაის მომზადება შეიძლება სხვა რეცეპტითაც: გაასუფთავეთ ჯანჯაფილის ფესვი, დაჭერით თხელ ნაჭრებად. 2 სადილის კოვზ ჯანჯაფილს დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი. ამ სასმლის მიღება საჭიროა დღის განმავლობაში, თითო ჭიქაში 1 ჩაის კოვზი თაფლის დამატებით.

ჯანჯაფილის ჩაი განსაკუთრებით ეფექტურია ნიორთან ერთად. ამ სასმლის მოსამზადებლად გაასუფთავეთ ჯანჯაფილის მოზრდილი ფესვი და დაჭერით თხელ ნაჭრებად, დაუმატეთ ორი კბილი დაქუცაცებული ნიორი, მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი. მას შემდეგ, რაც სასმელი მომზადდება, გადაწურეთ და დალიეთ დღის განმავლობაში.

გასახდომად, ასევე, კარგია შემდეგი სალათის მომზადება: 1 თავი მოხარშული ჭარხალი და 1 ცალი უმი სტაფილო გახეხეთ, დაამატეთ 1 ცალი ლიმონის წვენი, დააჭერით ნახევარი კონა ნიახური, მოაყარეთ 1 ფესვი გახეხილი ჯანჯაფილი და მოასხით 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი