რჩევები

ბრინჯის ფქვილი – კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების უნიკალური საშუალება

№8

ავტორი: ანი რევია 11:00 04.03, 2021 წელი

ბრინჯის ფქვილი
დაკოპირებულია

ბრინჯის ფქვილი კანისთვის ახალგაზრდობის შენარჩუნების უნიკალური საშუალებაა. მის მისღებად კი უბრალოდ საფქვავზე ერთი ხელის დაჭერაა საჭირო.

ბრინჯის ფქვილის წმინდა ნაწილაკები კანს დაზიანების გარეშე, ფაქიზად ასუფთავებს. მისი გამოყენება ყველაზე მგრძნობიარე კანის მქონეთაც შეუძლიათ, რადგან სრულიად ჰიპოალერგიულია.
ის ავიწროვებს ფორებს, ებრძვის გადაჭარბებულ ცხიმიანობას, აქრობს ანთებით პროცესს, კანის სიწითლეს, ებრძვის გამონაყარს, ასაკობრივ ნაოჭებსაც კი და გამოაქვს კანიდან მავნე ნივთიერებები. ასევე, ჭიმავს და ამკვრივებს კანს. კალიუმი, რომლითაც მდიდარია ბრინჯის ფქვილი, კანის გაახლებას და კოლაგენის გამოყოფას უწყობს ხელს.
კანი მკვრივდება, სახის ოვალი ბევრად მკვეთრი ხდება. მასში შემავალი ვიტამინების, მინერალებისა და ამინომჟავების კომპლექსი კი, კანს კვებავს და უნარჩუნებს ტენიანობას.
ბრინჯის ფქვილით ერთ კვირაში სახის კანის ფერი საგრძნობლად გამოგიცოცხლდებათ. ზოგადად, ბრინჯი შეიცავს ლინოლეის მჟავასა და ანტიოქსიდანტს, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. ეს კი, კანის დაბერებას აფერხებს და იცავს მზის ნეგატიური ზემოქმედებისგან.

ბრინჯის სკრაბი კანის გასაჯანსაღებლად – 3 ჩაის კოვზ ბრინჯის ფქვილს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თბილი წყალი ან რძე. დაიდეთ მიღებული ფაფა კანზე თანაბარ ფენად და გაიჩერეთ 3 წუთი, შემდეგ დაიმასაჟეთ კანი თითის ბალიშებით, 5 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კანის გასაახალგაზრდავებელი ნიღაბი – 2 ჩაის კოვზ ბრინჯის ფქვილს შუერიეთ 200 მილილიტრი თბილი წყალი, დაასველეთ მიღებულ ხსნარში ბამბის ქსოვილი, ოდნავ გაწურეთ და დაიდეთ სახესა და ყელზე. წამოწექით 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

სახისა და ყელის კანის მატონიზებელი საშუალება – 3 სუფრის კოვზ ბრინჯის ფქვილს შეურიეთ 200 მილილიტრი თბილი რძე, გაანაწილეთ ყინულის კუბიკების ფორმებში, გაყინეთ და დილით – პირის დაბანის შემდეგ, ასევე, საღამოს – მაკიაჟის ჩამოშორების შემდეგ, წაისვით მატონიზებელი ყინული მთელ სახესა და ყელზე.

სახისა და ყელის ნაოჭების გასასწორებელი ნიღაბი – 1 სუფრის კოვზი ბრინჯის ფქვილი, აურიეთ 2 სუფრის კოვზ სქელ არაჟანში. წაისვით მიღებული ნიღაბი სახესა და ყელზე. გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაიმასაჯეთ სახისა და ყელის კანი ბრინჯის ყინულით.

სახის კანის დასაჭიმი ნიღაბი – 2 ჩაის კოვზ ბრინჯის ფქვილს შეურიეთ 1 კვერცხის ცილა და კარგად ათქვიფეთ. წაისვით გაწმენდილ სახეზე და 10 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ კი წაისვით ბრინჯის ყინული. თუ ამ სასწაულმოქმედ ნიღაბს კვირაში ერთხელ გაიკეთებთ, სახე 10 წლით გაგიახალგაზრდავდებათ

ასევე, თუ სახის კანის გადაჭიმვა გსურთ, ბრინჯს ბოტოქსის ეფექტიც აქვს:

2 სადილის კოვზი ბრინჯი მოხარშეთ წყალში. წყალი იმდენი უნდა იყოს, რომ ბოლომდე არ ჩაშრეს, რადგან ნახარში დაგჭირდებათ. ხარშეთ იმდენ ხანს, სანამ ბრინჯი არ ჩაიშლება. შემდეგ გადაწურეთ და ნახარში შეინახეთ.
ბრინჯს დაუმატეთ ერთი ჭიქა რძე და ისევ ხარშეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გააგრილეთ, დააბლენდერეთ, რომ თანაბარი მასა მიიღოთ და დაიდეთ სახეზე.
გაიჩერეთ იქამდე, სანამ მთლიანად არ გაშრება. ჩამოიშორეთ შენახული ბრინჯის ნახარშით, ცოტა ხანს ისიც შეიშრეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბის მთლიანად მოშორების შემდეგ, სახეზე მკვებავი კრემი წაისვით.
დარჩენილი ნიღაბი, შეინახეთ მაცივარში, 3 დღე გეყოფათ – სწორედ, ამდენჯერ უნდა გაიკეთოთ ნიღაბი მიყოლებით. გაიმეორეთ ერთი თვის შემდეგ.
გარდა იმისა, რომ ნიღაბს ბოტოქსის ეფექტი აქვს და ასწორებს არა მხოლოდ წვრილ ნაოჭებს, ის კანის ფერსაც აუმჯობესებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი