პოლიტიკა

ზეზვასა და მზიას კბილა

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 20.09, 2022 წელი

ზეზვასა და მზიას კბილა
დაკოპირებულია

ანუ ამაო 1.8 მილიონი წელი?!

ზეზვასა და მზიას წყალობით, უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ უძველესი ადამიანები იქ სახლობდნენ, სადაც ახლა – ჩვენ, მაგრამ წარსული ისევ გვანებივრებს. სახელდობრ, დმანისის რაიონის სოფელ ოროზმანში საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ადრეული ადამიანის ქვედა ყბის კბილიც აღმოაჩინა, თქვენ წარმოიდგინეთ, 1.8 მილიონი წლის წინანდელი, რაც ბუნებრივია, ვინაიდან, როგორც უკვე ვთქვით, დმანისი მსოფლიოში უძველესი ადამიანის გავრცელების კერაა. ერთი წლის წინათ კი იმავე ტერიტორიაზე უძველესი ევრაზიელების ქვის სამუშაო იარაღებიც იპოვეს და გადაშენებული ცხოველების ნაშთებიც.

დადგინდა, რომ აღმოჩენილი კბილის პატრონი მზიასა და ზეზვას კბილაა (მაშასადანე, ტოლი) და მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ძალიან მალე ოროზმანი მეცნიერთა სამაგიდო წიგნებში დაივანებს, როგორც უძველესი ევრაზიელების დასახლების ადგილი.

ბუნებრივია, საინტერესოსთან ერთად უზომოდ სასიამოვნოცაა, რომ პირველი ევროპელების აკვანი სწორედ ჩვენთან დარწეულა და აქედან მოსდებიან ისინი მთელ ევრაზიას, თუმცა, თუ ჩვენს დღევანდელ ყოფას, უფრო კონკრეტულად კი ჩვენს ერთმანეთისადმი (სხვებისადმიც) დამოკიდებულებას, ანუ უზრდელობის, შეურცხყოფისა და უხამსობისადმი დაუოკებელ ჟინს გავიხსენებთ, ფაქტია, ვითომ დიდად განვვითარდით ამ მილიონ რვაასი ათასი წლის განმავლობაში (მე რომ მკითხოთ, რაკი მოყვარეს პირში უძრახეო, გვარიანად გამოვშტერდით)?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი