პოლიტიკა

ვალდადებული

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 01.08, 2022 წელი

ვალდადებული
დაკოპირებულია

ანუ ჩემი და შენი ოლიგარქები?!

მოგეხსენებათ, მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილში დიდი ალიაქოთია ამტყდარი, ეგრეთ წოდებული, დეოლიგარქიზაციის გამო (თითქოს ოფშორები მე შევქმენი, რომ „შავ“ ფულს ეტრიალა?!). ხოლო, რაკი არც უკრაინისთვისაა უცხო ეს ამბავი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა 10 ადამიანს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

ეს 18 ივლისით დათარიღებული ¹502 ბრძანება (მისი ასლი) უკრაინის სახალხო დეპუტატმა (ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშჩინადან”), ვინმე სერგი ვლასენკომ გაავრცელა.

იმ 10 ადამიანს შორისაა უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი; პრორუსული პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” თანათავმჯდომარე ვადიმ რაბინოვიჩი; დნეპროპეტროვსკის რეგიონის ტერიტორიული თავდაცვის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ბიზნესმენი გენადი კორბანი და სახალხო დეპუტატი ზელენსკის პარტიიდან იგორ ვასილკოვსკი. საქმე ისაა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას პრაქტიკა ჰქონია, საიდუმლოდ შეინახოს დადგენილებები ამნისტიისა და მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. ცხადია, ეს მათი საქმეა, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ სწორედ კოლომოისკი იყო ზელენსკის საპრეზიდენტო კამპანიის დამფინანსებელი, სავარაუდოა, რომ მთელი ეს კამპანია სწორედ მისი ოლიგარქობის დაცვას ემსახურება, ანუ ჩემი ოლიგარქი ოლიგარქია, მისი ოლიგარქი - არა?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი