პოლიტიკა

თბილისის მერიის მადა

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 20.09, 2022 წელი

თბილისის მერიის მადა
დაკოპირებულია

ანუ დააბრუნეთ სითი პარკი?!

გამოგიტყდებით, მეც მძღოლთა იმ ნაწილს მივეკუთვნებოდი, ვინც „სითი პარკს“ დღიდან თბილისის პარკინგის გადაბარებისა აუგად მოიხსენიებდა და როგორც კი თბილისის მთავრობა შეიცვალა, ჩავთვალე, რომ „სითი პარკის“ პარპაშიც აილაგმებოდა, მაგრამ, თურმე, ნურას უკაცრავად: „სითი პარკის“ ადრინდელი ინიციატივები – საათობრივი პარკინგი, ჯარიმების ზრდა არასწორი პარკინგის გამო – გამრავლდა და გაიზარდა.

მაგალითად, უკვე გახუთმაგდა ჯარიმა არასწორი პარკირების გამო (50 ლარია). ბუნებრივია, გეთანხმებით, რომ არასწორი პარკირება არასწორია, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ჯარიმის გახუთმაგების მიზანია, რაც შეიძლება, ცოტა კერძო მანქანამ იმოძრაოს, რომ ქუჩები განიტვირთოს (ქუჩები, რომლებიც უტვინოდაა დაგეგმილი, ისევე, როგორც ახალი მშენებლობები). მეორე მხრივ, საათობრივი პარკირება ხომ კარგა ხანია, მძიმედ აწევს მოსახლეობის ჯიბეებს და ამის მიზანიც იგივეა, რაც შეიძლება, ნაკლებმა ადამიანმა იმოძრაოს საკუთარი მანქანით, ოღონდ ამ ამბავს არც ის აწყენდა, რომ გზები და მოძრაობა გონივრულად დაეგეგმათ დედაქალაქის მესვეურებს, იმიტომ რომ, რაც დრო გადის, საქმეს „დააბრუნეთ „სითი პარკის“ პირი უჩანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი