პოლიტიკა

თავგანწირული

№22

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 08.06, 2021 წელი

თავგანწირული
დაკოპირებულია

ანუ „ვინ თქვა მოკვდა არსენაო“?!

რაკი ამ ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში ლამის ყველას თავისი პარტია აქვს, ცხადია, გამონაკლისი არც ბ-ნი კახა ოქრიაშვილია (მის პარტიას, არც მეტი, არც ნაკლები, „პროგრესი და თავისუფლება“ ჰქვია), ხოლო, რაკი ფარმაცევტულ ბიზნესსაც აქტიურად ეწევა (წლებია და ყველა მთავრობის დროს), ის ჭეშმარიტად მოქმედებს დევიზით: „ექიმი (ამ შემთხვევაში ლიდერი), ლიდერი, მეწარმე“.

ჰოდა, რაკი ლიდერიცაა, მეწარმეც და მონოპოლისტი ბიზნესმენიც, აქტიურადაა ჩაბმული პოლიტიკაში. სახელდობრ კი, თუ აქამომდე მისი ხმაც არ გაეგონა არავის, აწ მეტად აქტიურია. ხოლო, ვინაიდან ქართული პოლიტიკის დილემა იმას ვერ სცდება, ვინ შევა ან არ შევა პარლამენტში, მარაქაში ბ-ნი ოქრიაშვილიცაა გარეული და აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს (არადა, მართლაც, უდიდესი დანაკარგია ქართული პარლამენტარიზმისთვის, თუ მსგავსი ხალასი ტვინი გამოაკლდება კანონშემოქმედებით მუშაობას) და არც ხელფასის აღებას!

მომყავს ციტატა:

„მე არ ვაპირებ პარლამენტში ისე შესვლას, როგორც ეს დანარჩენმა პარტიებმა გააკეთეს: არ ვაპირებ ფრაქციის შექმნას, უარს ვამბობ ყველანაირ თანამდებობასა და პარლამენტარის ხელფასზე, ვერ წარმომიდგენია მუშაობა კომიტეტებში (აქვე დავამატებ, განა წამლების ფასნამატებზე ამბობს უარს ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ პარლამენტარის ხელფასზე, რაც წამლების გაყიდვით მიღებულ შემოსავლებთან შედარებით მზესუმზირის ფულია).“

ცხადია, ამ განცხადების პათოსი თავგანწირულია (კაცი უარს ამბობს თანამდებობებზე, ხელფასზე), ხოლო, რაკი აფთიაქებში წამლების ფასი (ისევე, როგორც, მათ შორის, „პე ეს პეს“ კლინიკებში მომსახურების ფასები) იზრდება, აშკარაა, რომ არა მხოლოდ სემეკს, ეს ჩვენებური მოსახლეობა სამედიცინო დეგენერატი ბ-ნ ოქრიაშვილსაც ჰგონია. ანუ „ეუფ, შენი ჭირიმეო, მებოლოკე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში), ბიზნესმენი არსენა“... -

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი