პოლიტიკა

ტარანა თვლით

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 05.04, 2021 წელი

ტარანა თვლით
დაკოპირებულია

ანუ „ტარანი“ ჯახით

სანამ ჩვენ იმაზე ვბჭობთ, „ფაიზერი“ თუ „ასტრაზენეკა“, თუ ორივე წყალსა და მეწყერს წაუღიაო (ლამისაა, სულ გადაგვავიწყდა ქ-ნი თაკოცა და თვით ბ-ნი შალვაც კი), ამერიკული გემი (საესკადრო ნაღმოსანი) USS John S. McCain ნებართვის გარეშე შესულა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში.

შესაბამისად, არც რუსებს დაუხანებიათ და მის შესახვედრად „ადმირალი ვინოგრადოვი“ გაუშვიათ, რომლის ეკიპაჟსაც ამერიკელები გაუფრთხილებია, რომ, თუ კურსს არ შეიცვლიდნენ, მაშინ, ეგრეთ წოდებულ, „ტარანზე“ წავიდოდნენ (ანუ, მარტივად რომ ვთქვა, შეეჯახებოდნენ). და თუმცა არავინ იცის დანამდვილებით, მართლაც შეეჯახებოდა თუ არა რუსული გემი ამერიკულს, ამერიკული გემის კაპიტანს არ გაურისკავს და რუსეთის ტერიტორიული წყლები დაუტოვებია.

შესაძლებელია, ამერიკული გემი შემთხვევითაც მოხვდა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, შესაძლოა, გამიზნულადაც, რომ რეაქცია შეემოწმებინათ ან რამე სხვა მიზნით, თუმცა, გინდ ტარანა თვლით იყოს და „ტარანი“ – ჯახით, საქმეს ისეთი პირიც უჩანს (ამ ბირთვულრაკეტებიანის, ისევ საყველპურო ლექსიკას მოვიშველიებ, ხვანცალს), ამ ხვანცალ-ხვანცალში, რომელიმემ (ან ორივემ ერთად) აი, იმ წითელ ღილაკზე არ აათამაშოს თითები და „ფაიზერიც“ ოხრად დაგვრჩეს, თავისი „ასტრაზენეკიანად“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი