პოლიტიკა

სომხური პოლიტდრამა

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 22.06, 2021 წელი

სომხური პოლიტდრამა
დაკოპირებულია

ანუ სიგიჟე „ინ ექშენ“

მართალია, კლასიკოსი გვაუწყებს, რომ ყველა ბედნიერი ოჯახი (ეს თეზა შესაძლოა, განზოგადდეს ქვეყანაზეც) თავისებურადაა ბედნიერი, ხოლო ყველა უბედური ოჯახი თავისებურადაა უბედური, მაგრამ ისიცაა, რომ, თუ აფრენს, ყველა ერთნაირად აფრენს (ანუ, თანამედროვედ რომ ვთქვათ, თანამედროვე პოლიტიკაში სიგიჟე „ინ ექშენ“).

ჰოდა, რაკი ასეა, ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა (მოვალეობის შემსრულებელი კი, სწორედ, ყარაბაღის ბოლო ომის გამო გახდა) ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა და მზადაც ვარ, საკუთარი ვაჟი აზერბაიჯანში დატყვევებულ ყველა სომეხ სამხედროზე გავცვალოო.

მანამდე კი მოვლენები ასე განვითარდა: ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომ სომეხი ტყვე სამხედროები (მომყავს

ციტატა) „ბაქოს ციხეებში იბრძვიან სომხეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ისინი არ გვაპატიებენ, თუკი მათი თავისუფლებისთვის მსხვერპლად შევწირავთ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს“, ყოფილმა პრეზიდენტმა სარგსიანმა ასე უპასუხა, შენი ვაჟი გადაეცი აზერბაიჯანს სომეხი სამხედრო ტყეების გამოსახსნელადო (ეს ჩვენი მეზობელი სომხებიც, მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი არ იყოს, კაი ხანია, დააბიჯებენ ამ დედამიწაზე, მათაც არევიათ რამსები). ცხადია, ფაშინიანი დაეთანხმა (ისევ ციტატა მომყავს): „მე ვამბობ, რომ თანახმა ვარ. ოფიციალურად ვეუბნები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს – გადმოგცემ ჩემს შვილს ტყვეების სანაცვლოდ. ოფიციალურად ვაცხადებ, გადმოგცემთ ჩემს შვილს ტყვეების სანაცვლოდ.“

არადა ორივემ იცის, რომ ალიევი შუა საუკუნეებისდროინდელი ხონთქარი არ არის და ამ წინადადებას არ დათანხმდება, შესაბამისად, გასახარია, რომ მხოლოდ ჩვენ არ დაგვცურებია კრამიტები, მაგრამ საწყენიცაა, რომ პოპულიზმსა და წყლის ნაყვას ვერც ჩვენ გავცდით და ვერც ჩვენი მეზობლები გასცდენიან. -

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი