პოლიტიკა

საზარბაზნე ხორცობის ტრაგიზმი

№21

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 30.05, 2023 წელი

საზარბაზნე ხორცობის
ტრაგიზმი
დაკოპირებულია

ანუ მსხვილ-მსხვილი პოლიტბიძიები

წესითა და რიგით, ჩვენი გამოცდილების მქონე ქვეყნის მოქალაქეები იმთავითვე უნდა მიმხვდარიყვნენ (უდიდესი ალბათობით) როგორ შეიძლებოდა, განვითარებულიყო მოვლენები უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შემდეგ, თუმცა, ისიც ვიცით, რომ აბსოლუტური უმრავლესობა სხვანაირად ფიქრობდა და მოელოდა, ისევ და ისევ ემოციებს აყოლილი.

მოკლედ, ემოციებითა თუ უემოციოდ, Politico-ს ინფორმაციით, ამერიკელი ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ (მაშასადამე, გეგმავენ) ალბათობას, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გაყინულ კონფლიქტად გადაიქცევა. გაყინული კონფლიქტები კი, მოგეხსენებათ, მრავალ წელს გრძელდება და იმ სახელმწიფოს განვითარებას უშლის ხელს, ვის ტერიტორიაზეც „იყინება“. გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში იმასაც კი განიხილავენ, თუ სად შეიძლება გავიდეს, ეგრეთ წოდებული, სადემარკაციო ხაზი, რომელსაც ჩვენ უკვე კარგა ხანია, საოკუპაციო ხაზს ვუწოდებთ და ჩვენს ქვეყანაში ასეთი ორია.

მეორე მხრივ, ვინ თუ არა, ჩვენ ვიცით, თუ რას ნიშნავს გაყინული კონფლიქტი, მაგრამ უკრაინის შემთხვევაში ისიც ემატება, რომ დასავლეთს, ასეთ შემთხვევაში, კიევის დასახმარებლად დიდი თანხის დახარჯვა აღარ დასჭირდება (ყველა მოძველებული შეიარაღება გასაღდა ვითომ?!), რაც მთავარია, მსოფლიოსაც მობეზრდება ეს ომი, ამდენად, წესრიგის ერთ-ერთ საკითხად ჩაეწერება და, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის „ნატოში“ გაწევრიანების ხელისშემშლელ ფაქტორად აწ უკვე დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა იქცევა.

იმის მიუხედავად, რომ სწორედ რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და უკრაინა ომში უნდა ჩართულიყო, ცხადზე უცხადესია, სამმილიონიანი ერი ხარ თუ 45-მილიონიანი, მაინც ჩვეულებრივ საზარბაზნე ხორცად რჩები, როდესაც მსხვილ-მსხვილი პოლიტბიძიები ერთმანეთთან პრობლემებს აგვარებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი