პოლიტიკა

სამგზის დაზაფრულები

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 16.05, 2022 წელი

სამგზის დაზაფრულები
დაკოპირებულია

ანუ იოსებ ბესარიონოვიჩის კვალდაკვალ...

მას შემდეგ, რაც ჯანმომ დედამიწის მოსახლეობა კოვიდპანდემიით დაზაფრა და ადამიანები ახლაც კი პირბადით დაიარებიან ქუჩა-ქუჩა, მარტოდმარტონიც რომ იყვნენ და ზოგიერთი იმასაც ცდილობს, სათოფეზეც არ მიეკაროს თავისნაირ მეორე ორფეხას (ღვთის მადლით, ჩვენთან მთლად ისეთი გასამხედროებული ძალმომრეობაც არ ყოფილა, როგორც სხვა ქვეყნებში, თუმცა მშობლიური მედია ყოველწამიერად მაინც ატერორებდა მოსახლეობას); უკრაინაში ომი დაიწყო, უფრო ზუსტად, დასავლეთისა და რფ-ის გეოპოლიტიკური ჯახი უკრაინის მიწაზე უკრაინული (არ მოვერიდები, ვთქვა) საზარბაზნე ხორცით (ვინაიდან, თუ ეს ყველას ომია, მაშინ დასავლეთი მხოლოდ ჩვენნაირების შეგულიანება-შეიარაღებას არ უნდა სჯერდებოდეს და ერთიანი ფრონტით უნდა ვიბრძოდეთ, მაგრამ, როგორც ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი იტყოდა – ნურას უკაცრავად, მხოლოდ იარაღით დაგეხმარებით და გაგწვრთნით საომრადო), ამის პარალელურად კი, FAO-მ (გაეროს სურსათის სამსახურმა) გვამცნო, შიმშილობა გარდაუვალიაო (პროგნოზით, 2022-2025 წლებში 2 მილიარდამდე ადამიანი მშიერი დარჩება). ეს ბუნებრივიცაა, იმიტომ რომ რუსეთი და უკრაინა მსოფლიო ხორბლის მარაგის მეოთხედს აწარმოებენ (სხვა მარცვლეულებისაც). ხოლო ამასობაში შევიტყვეთ, რომ უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თესვისა და ყოველდღიური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი 1.3 მილიონი ტონა მარცვლეულია დარჩენილი და რუსებმა უკვე მისი მესამედი გაიტანეს (უკრაინული მედიის ცნობით).

ადრე თუ გვიან, იმ მიწაზე მოსავალს მოიყვანენ, მაგრამ მანამდე სავსებით რეალურია, რომ უკრაინელები შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ და არა მხოლოდ, ვინაიდან რფ-ის პრ.-ი აუცილებლად სარფიანად ივაჭრებს ხორბლით (ჯერჯერობით მის ხელშია ხორბლის ყველაზე დიდი რეზერვი, მარაგი და პოტენციალი). იმის გათვალისწინებით, რომ, თავის დროზე, სტალინმა სწორედ ხორბლით მოთაფლა (უფრო ზუსტად, მოისყიდა) ევროპა, ეჭვი ჩნდება, რომ ვლ. პუტინი იოსებ ბესარიონოვიჩს კვალდაკვალ მიჰყვება (სწორედ ამას მოჰყვა უკრაინული „გოლოდომორი“, რამაც მილიონები შეიწირა), იმედია, ისევე დაამთავრებს მმართველობას, თუმცა საქმეც ისაა, ჩვენ თუ მოვესწრებით ამის ხილვას...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი