პოლიტიკა

სამედიცინო დეგენერატები

№22

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 08.06, 2021 წელი

სამედიცინო დეგენერატები
დაკოპირებულია

ანუ იაფი გაზის გაძვირების ლოგიკა

გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წელს საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ 1.014 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს (რადგან „შაჰ-დენიზ 2“ საბადო ამოქმედდა და, შესაბამისად, წლიდან წლამდე გატარებული გაზის ოდენობაც გაიზრდება და ტრანზიტის საფასურად უფასოდ მიღებული გაზისაც).

აქვე შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ და, საბოლოოდ, ევროპისკენ მიმავალი გაზის 5 პროცენტი გვეკუთვნის უფასოდ, ხოლო კიდევ 5 პროცენტი – შეღავათიან ფასად. კერძოდ: მილსადენის ამოქმედების დროისთვის 1 000 კუბური მეტრი შეღავათიანი გაზის გასი 50 დოლარი იყო და ყოველწლიურად მისი ფასი 1.5-პროცენტით იზრდებოდა (ანუ ჯერაც არ მიუღწევია 1 000 კუბური მეტრის ღირებულებას 100 დოლარამდე).

იმ მარტივი მიზეზით, რომ არ ვიცით, ზემოხსენებული გაზის მოცულობა გატარებულის 10 პროცენტია (სრულიად და უფასოც შედის ამ მაჩვენებელში და შეღავათიანი ფასისაც) თუ 5, ავიღოთ უარესი ვარიანტი და დავუშვათ, რომ მილიარდი კუბური მეტრი გაზიდან ნახევარი უფასოდ მოგვეწოდება, ხოლო მეორე ნახევარი –100-მდე დოლარად, ანუ გამოდის, რომ მილიარდი კუბური მეტრი გაზის 1 000 კუბი 50 დოლარიც კი არ გვიჯდება. ამას დავამატოთ სომხეთისთვის გატარებული გაზის ტრანზიტის საფასურიც (რომელიც თავის დროზე გატარებული გაზის 10 პროცენტი იყო, მაგრამ შემდეგ თანხად გადახურდავდა), რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყნის შემოსავალია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მიერ გაზის მოხმარება 3 მილიარდი კუბური მეტრიც არ არის, მისგან მესამედს კი ძალიან დაბალ ფასად შევიძენთ, მაგრამ, სემეკის განცხადებით, გაზის ტარიფი პირველი ივნისიდან 8 თეთრით იზრდება, ჩნდება ეჭვი, რომ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარით დაწყებული და წევრებით დასრულებული იმდენად გაერთნენ საკუთარი ხელფასების თვლით, რომ საქართველოს მოსახლეობა სამედიცინო დეგენერატები ჰგონიათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი