პოლიტიკა

საქართველოდან – უგანდამდე

№21

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 30.05, 2023 წელი

საქართველოდან - უგანდამდე
დაკოპირებულია

ანუ საპრეზიდენტო შესამოსელი

საპრეზიდენტო სამოსის თემა, როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ ჩვენთანაა აქტუალური (გემახსოვრებათ, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ბიუჯეტის ფულით შეძენილი კოსტიუმების ცვენა და არა მხოლოდ კოსტიუმების), მაგალითად, უგანდის პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უარი თქვეს დაემტკიცებინათ ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელშიც ითვალისწინებდა 12 მილიონი კენიური შილინგის დახარჯვას პრეზიდენტ იოვერ მუსევენის შესამოსად. რატომ? იმიტომ რომ, უგანდელი ოპოზიციონრების აზრით, პრეზიდენტი „ჰოლივუდის“ ვარსკვლავი არ არის, რომ ყოველდღე ახალ-ახალ საცვლებსა და პერანგ-შარვალში გამოწყობილმა მართოს ქვეყანა. შარშან ნაყიდიც იმყოფინოსო (თუ გულზე ხელს დავიდებთ, ლოგიკა ფრიად და ფრიად არისტოტესეულია).

საინტერესო ისაა, რომ იოვერ მუსევინი 1986 წლიდან იკავებს პრეზიდენტის სკამს (კაცმა რომ თქვას, ამდენს ზოგიერთი ვერც კი ცოცხლობს) და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არც ის დაიზარეს, დაეთვალათ, რამდენი შარვალ-კოსტმუმი აქვს გამოცვლილი (სხვათა შორის, არც ისე ბევრი – სულ რაღაც, 35). და არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ 2000 წლიდან ბიუჯეტის ხარჯზე შემოსილს რეფორმატორის იმიჯიც მოურგია (რასაც უგანდელებიც ეთანხმებიან) და კორუფციაც დაუმარცხებია.

ამდენად, მართლაცდა, რეფორმების გატარებას ერთი ხელი კოსტიუმიც ეყოფა (ჩვენებურივით არც კბენია მასაჟებში ფლანგავს ბიუჯეტის ფულს და არც სახის პროცედურებში), მაგრამ იმედია, უგანდელ ოპოზიციონრებს ეყოფათ კეთილშობილება და წლეულს ძველი საცვლების ამარა არ დატოვებენ ძველ პრეზიდენტს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი