პოლიტიკა

საბედისწერო სცენარი

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 17.05, 2022 წელი

საბედისწერო სცენარი
დაკოპირებულია

ანუ საზარბაზნე ხორცი...

ის, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მთლად ჩვენი მოყვრები არ არიან, მათი განცხადებებიდანაც ჩანს, ოღონდ, ბუნებრივია, ეს ვერ ცვლის ჩვენს თანაგრძნობას უკრაინელი ხალხისადმი და ვერც შეცვლის, ვინაიდან ხელისუფლებები მიდი-მოდიან, ხალხი კი რჩება. თუმცა, თუ თავად უკრაინელების ნაწილს, კერძოდ, ცნობილი „აზოვის“ პოლკის წევრებს დავუჯერებთ (ან კი რატომ არ უნდა დავუჯეროთ უფრო მეტად ვიდრე ზელენსკი-არესტოვიჩ-მისთანებს?!), არც ისინი უნდა იყვნენ კმაყოფილები უკრაინის ხელისუფლების ქმედებებითა და განცხადებებით.

იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენთვის უცნობია, რა ხდება დანამდვილებით „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, ყოველ შემთხვევაში, პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი იუწყება, რომ რუსებმა გაარღვიეს ქარხნის პერიმეტრი და „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლებია. პალამარმა მთავარსარდალსაც მიმართა, დაჭრილი მებრძოლების გაყვანა (ტანჯვით იღუპებიანო) და დაღუპულთა ცხედრების გადასვენებაც სთხოვა. ამის საპასუხოდ (ან იქნებ დამთხვევა შემთხვევითია), „აზოვსტალში“ მებრძოლების ოჯახის წევრებს ხელისუფლებამ კიევში აქციის ჩატარების ნებაც არ დართო და ისინი კიდეც დააკავა. ვერავინ იტყვის, რა ბედი ეწევათ აზოველებს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ აფხაზეთის ომის მონაწილეებს ნარკომანების იარლიყები მიაკერეს, შემდეგ კი საქართველოს იმდროინდელმა ხელმძღვანელებმა (ომში რომ ეპატიჟებოდნენ მთელ საქართველოს მოხალისეებად) გამოაცხადეს, ვის გაუგია მოხალისეების მიერ მოგებული ომიო, ჩემი მოკრძალებული აზრით, სცენარს ერთი საბედისწერო ხელწერა ეტყობა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი