პოლიტიკა

როგორ მიანიშნებს რუსეთ-უკრაინის ომი დედამიწაზე წმენდის პროცესის დაწყებას და რატომაა მოსალოდნელი რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო დამანგრეველი ომი

№4

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 01.02, 2023 წელი

მალხაზ გველუკაშვილი
დაკოპირებულია

რაც უნდა შეიფუთოს კეთილშობილური თუ ქვენა ლოზუნგებითა და მოტივებით, ფაქტია, რომ დედამიწაზე უცნაური ამბები ხდება. რუსები და უკრაინელები ერთმანეთს ჟლეტენ და საომარი თეატრი ძალიან ახლოსაა ევროპასთან, შესაბამისად, ამბობენ, იმის ალბათობაც დიდია, რომ ცეცხლმა იქითაც გადაინაცვლოს და არც ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე მოხსნილა. ამის პარალელურად, ადამიანები აგრესიულები გახდნენ, იმას გარდა, რომ ერთობ არაადეკვატურებიც: ერთს ამბობ და მეორე ესმით. ანუ ისეთ პროცესებს ვადევნებთ თვალს, რომლებიც ლოგიკურად და საღი აზრით ვერ იხსნება, სწორედ, ამ საკითხზე გავესაუბრეთ მეტაფიზიკოს მალხაზ გველუკაშვილს.

– მეტაფიზიკურად, რა პროცესებია დღეს მსოფლიოში? როგორ იხსნება ის ომი, რომლის მოწმენიც ახლა ჩვენ ვართ? საბედნიეროდ, ჯერჯერობით მხოლოდ მოწმენი?

– ჯერ ჟურნალია, რაც ემართება მსოფლიოს. წმენდის პროცესი დაიწყო, რომელიც ამ და მომავალ წელს კიდევ უფრო გაძლიერდება, სანამ მეხუთე განზომილების შემოსვლა მნიშვნელოვან დონეზე დაიწყება. თუმცა უკვე დაწყებულია და ამის უამრავი ფაქტია. ჯერ კიდევ წინ გვაქვს ომი, რომელიც ჯერ არ დაწყებულა და უფრო მძიმე პროცესებს გამოიწვევს. მთელი მსოფლიო შეიცვლება. მეხუთე განზომილებაში გადასვლა გარდაუვალია, მაგრამ, მეცნიერების დასკვნით, იმის ხიფათიცაა, რომ საერთოდ განადგურდეს დედამიწა. ამ წლის 9 იანვარს გაიმართა მეორე კონფერენცია, პირველი – 2022 წლის 12 დეკემბერს, სადაც ითქვა, რომ არის დედამიწის განადგურების საშიშროება.

– ბირთვული იარაღის გამოყენების გამო?

– იარაღი საბავშვო ბაღის დონის საფრთხეა, ის სრულიად დედამიწას ვერ გაანადგურებს. პრობლემა ისაა, რომ დედამიწის მაგნიტური ველი სრულადაა შეცვლილი, ღერძი – გადაწეულია, აკუსტიკაა გაზრდილი, ანუ შეცვლილია ყველა ფიზიკური პროცესი. მარიანის ღრმულში უკვე 5 კილომეტრშია ვულკანი ამოსული და მისი აფეთქება ათასი ატომური ბომბის აფეთქებაზე ძლიერი იქნება. მეცნიერები აქედან გამომდინარე აკეთებენ ამგვარ დასკვნას. ორივე კონფერენციას მოვუსმინე, 11-11 საათს გრძელდებოდა. მეცნიერებმა ოფიციალური დოკუმენტები დადეს, დროა, თავი დავანებოთ პოლიტიკას, იმიტომ რომ განადგურების საფრთხის წინაშე ვდგავართო.

– მაგრამ ეს მოცემულობა ხომ ყოველ წამს შეიძლება, შეიცვალოს, თუკი ადამიანების ენერგეტიკა, აზრები, ქმედებები შეიცვლება?

– არა. დედამიწის მდგომარეობა ყოველ 12 800 წელიწადში იცვლება, ხდება გადასვლის პროცესი და ახლა ზუსტად ეს პროცესია დაწყებული. შესაბამისად, დიდი ამბები მოხდება: უამრავი ადამიანი მოკვდება, ბევრიც – გადავა, ალბათ, ერთი მესამედი, დანარჩენი დარჩება სამგანზომილებიან სივრცეში. დედამიწაზე ძალიან ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი და ამის დაწყების მოწმენი ვართ ახლა, თუმცა, როგორც ვთქვი, მთავარი ომი ჯერ კიდევ წინაა.

– სლავები რატომ ხოცავენ ერთმანეთს?

– ეს დიდი პროგრამაა, ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწერა ეს პროგრამა და 2014-ში დაიწყო მისი განხორციელება. ის გადაინაცვლებს ევროპაზეც, მაგრამ არც ამერიკას ელის კარგი დღე და არც რუსეთს, ბუნებრივია. ამას აწი ვერაფერი შეაჩერებს. უკრაინა უბრალოდ საზარბაზნე ხორცად გამოიყენა მსოფლიომ და პირველი შემთხვევაა, როდესაც შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება ადეკვატურად მოიქცა და არ ჩაება ამ საშინელებაში, რაც ახლა ხდება.

– სლავები რატომ შეირჩნენ ამ პროგრამის მთავარ მოქმედ პირებად?

– ხალხმა იცის, რომ არსებობს ერთი „აპოკალიფსი“, მაგრამ, სინამდვილეში, 30 მსგავსი წიგნია დაწერილი სხვადასხვა ეპოქაში და უფრო ადრეულშიც. მათში ნიუანსები უფრო დაზუსტებულია და როდესაც ყველას ერთად კითხულობ, გაცილებით მნიშვნელოვან დასკვნებამდე მიდიხარ. რაც შეეხება სლავებს: ეს ჰასიდების პროგრამა იყო, „ნოვიი იერუსალიმ“, რაც გამოქვეყნებულია. მათ ტერიტორიაზე უნდათ ახალი იერუსალიმის შექმნა, იმიტომაც გადაიღეს ფილმი „სლუგა ნაროდა“ და „შეუსრიალეს“ უკრაინას ზელენსკი, რომელსაც არანაირი ეროვნული გრძნობა არ ჰქონდა უკრაინისადმი. ამას გარდა, ფაქტია, რომ ევროპასაც წირავენ. ევროპა დაიძირება, იმიტომ რომ რუსეთი ევროპაში შეიჭრება. თუ დაეყრდნობი არსებულ წინასწარმეტყველებებს და სხვა გზაც არ არის, რომ არ დაეყრდნო, იმიტომ რომ დეტალურად ახდა ყველაფერი, რაც ალბერტ დიდის, რენოსა და ალმაიერის წინასწარმეტყველებებშია, რუსეთი გერმანიამდე შეიჭრება. ბალტიისპირეთიც განადგურდება, რის შემდეგაც რუსეთი აირევა და უკან მოუტრიალდება ყველა პროცესი. ეს გარდაუვალია, თუმცა ომი ჯერჯერობით ამ ფაზაში არ შესულა. იოანეს „გამოცხადებაშიცაა“ აღწერილი სამდღიანი პროცესი და სხვა წინასწარმეტყველებებშიც, რაც ჰგავს ქიმიურ ან ატომურ აფეთქებას.

– პოლიტიკური ლიდერებისთვის, თავიც რომ დავანებოთ წინასწარმეტყველებებს, ხომ ცნობილია, ლოგიკურად რა შეიძლება, მოხდეს, თუ ასე გაგრძელდება?

– ყველა ერთ თამაშშია, იმიტომ რომ მიზანია გლობალური ხელისუფლების შექმნა, რომელსაც მართავს ერთი კაცი. იტყვიან, ხომ ხედავთ, არ ამართლებს ცალ-ცალკე სახელმწიფოები, ვერ მშვიდდება დედამიწა, მაგრამ არ გამოვა მათი ჩანაფიქრი. დედამიწაზე არ არსებობს ქვეყანა, პირველი პირი მათ მიერ არ იყოს დასმული. ერთი და იმავე ძალის მიერ იმართება ყველაფერი. ხომ არის ამტყდარი ერთი ამბავი ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე? ქარის ენერგია, მზის ენერგია, თუმცა ენერგია საერთოდ უფასოდ შეიძლება, მიიღო, მაგრამ ეს არავისთვისაა ხელსაყრელი, ვინაიდან უფასო ენერგია ნიშნავს, რომ ვეღარ გააკონტროლებ საზოგადოებას. ხედავთ, რომ საშინელი ინფლაციაა და ხვალ და ზეგ უარესი იქნება. ფული საერთოდ გაქრება, მაგრამ ყველაზე კარგ მდგომარეობაში ახლა მაინც ჩვენ ვართ. დარწმუნებული ვარ, რაღაც დიდი ძალა მოქმედებს ჩვენზე, არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო, თორემ ესენიც ჩაებმებოდნენ ომში. ამიტომაცაა, რომ საქართველო ვერ ერთვება ამ ომში და გახდება მშვიდი კუნძულივით.

– როდესაც ამბობთ, რომ, რაც ხდება, დასაწყისიაო, მომავალში ამაზე უარესი რა მოხდება?

– უახლოესი ორი წელი კიდევ იქნება დაძაბულობა, რასაც მოჰყვება 2-წლიანი მეტ-ნაკლები სიმშვიდის პერიოდი, რის შემდეგაც ყველაფერი შეიცვლება და დამთავრდება.

– დამთავრდება ანუ?

– დამთავრდება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი განადგურდება. 12 800 წლის წინათაც იყო მსგავსი პროცესი და ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა დედამიწაზე, მაგრამ ხელმეორედ განვითარდა ცივილიზაცია. ასე ხდება ხოლმე, იმიტომ რომ მაშინ დედამიწა სხვანაირად იდგა თავის ღერძზე, ვიბრაციებიც უფრო მაღალი იყო, შემდეგ დაიწია, ახლა ისევ მაღლა ადის. დაუკვირდით სიკვდილიანობის მიზეზებს: უმეტესწილად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და ინსულტებია, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ვერ უძლებს მაღალ ვიბრაციებს. ამას გარდა, მასობრივი ფსიქოზია და ამ ფსიქოზებსაც მაღალი ვიბრაციები იწვევს. ამ შემთხვევაში მთავარია ცნობიერების ამაღლება და მე ჩემი საქმე დავიწყე: ვკითხულობ ლექციებს, რადგან გადარჩება ის და უნდა გადარჩეს ის, ვისაც მაღალი ცნობიერება ექნება. იმიტომ ხდება ამდენი მკვლელობა და საშინელი დანაშაული, რომ სიხშირეებია შეცვლილი და ადამიანები ვერ უძლებენ. 7.4 ჰერცი იყო დედამიწის რეზონანსი და ბოლო პერიოდში 40-მდეა აწეული. უბრალოდ, სკალა მეტს ვერ ზომავს, თორემ, სინამდვილეში, 40 ჰერცზე მაღალი იქნება. უკვე ყველამ იცის, რომ დედამიწის მაგნიტური ველი შემცირდა; დედამიწის ღერძი წელიწადში 61 მეტრით იცვლება – მინიმუმ, 10 წელია, რაც ითვლიან. დანარჩენი კვლევები კი 1995 წლიდან ტარდება, რის თანახმადაც, დედამიწის ყველა მონაცემი შეცვლილია. კონფერენციების მოსმენისას გავიგე, რომ დედამიწამ დეფორმაცია დაიწყო და ტროპიკებში გაფართოებულია. ანუ ფორმასაც კი იცვლის და ეს ყველაფერი ადამიანების ფსიქიკაზე მოქმედებს. ჩვენ ხომ ამ გარემოს შვილები ვართ?! და ეს გარემო ჩვენზე მოქმედებს, გვინდა თუ არა. უცნაური რაღაცები გამოჩნდა დედამიწაზე. დეკემბერში დოკუმენტური მასალები დაიდო, ამერიკელების მიერაც, რომ 100-მდე ახალი ცხოველი გამოჩნდა, რომლებიც აქამდე არ არსებობდნენ. ეს არ არის პატარა ცხოველები, არამედ დიდი ცხოველებია, რომლებიც გადაშენებულები იყვნენ. სადღაც პორტალები იხსნება, სადღაც რაღაც ვარდება, ზღვა მასალა შეგროვდა... ამ დროს კი ჩვენთან თითქმის ყველას მხოლოდ ის აინტერესებს, გამოუშვებენ თუ არა მიშას, არადა, ამ მძიმე ვიბრაციების პერიოდია. მართალია, ეს ვიბრაციები უკეთესია, მაგრამ ადამიანი ვერ უძლებს.

– და რატომ ვერ უძლებენ?

– იმიტომ რომ ადამიანები არ არიან განვითარებული იმ დონეზე, რომ გაუძლონ. ადამიანი, ძირითადად, შიშის ემოციით მოქმედებს, იმიტომ რომ სამგანზომილებიანი სივრცე შიშის, ომის, სუბიექტური სივრცეა. ყველაფერში სუბიექტური პოზიცია იყო: მეცნიერებაშიც, ხელოვნებაშიც. ყველაფერი დაბალი დონის იყო სამგანზომილებიან სივრცეში, იმიტომ რომ შიშის სივრცე ძალიან დაბალი სიხშირისაა და უცბად შემოვიდა მაღალი სიხშირის სივრცე – სიყვარულის სივრცე. აი, ამას ვეღარ უძლებს ადამიანი, იმიტომ რომ ძველ სისტემაზეა აწყობილი. ამისთვის მან უნდა აიმაღლოს თავისი შინაგანი მდგომარეობა. ჰგონიათ, წიგნს რომ წაიკითხავენ, განათლებულები და ინტელექტუალები არიან. ჯერ ერთი, ლიტერატურის უდიდესი ნაწილი არ არის ნამდვილი შემოქმედება და საკმაოდ დაბალი ვიბრაციებია. არ იძლევა წიგნი ინტელექტს, იმიტომ რომ მთავარია, რა გაიგე, რა გაიაზრე და რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში. ასევეა, მუსიკაც – მუსიკაც დაბალ ვიბრაციებზეა აწყობილი. ვერ იწვევს იმ შინაგან ემოციებს, რომ სიყვარულის მდგომარეობაში გადაგიყვანოს და იმის ნაცვლად, რომ ადამიანები უფრო მშვიდნი და ერთმანეთის მოყვარულები გახდნენ, ყველგან აგრესიაა, რაც, ასევე, დაბალი ვიბრაციაა. დაბალ ვიბრაციებს შეჩვეულ ადამიანებს უჭირთ მაღალი ვიბრაციების გაძლება.

– როდესაც ლაპარაკია მეხუთე განზომილებაზე, უმეტესობას ჰგონია, რომ დანარჩენები დაიხოცებიან.

– მეოთხე განზომილება უკვე მთლიანადაა შემოსული და იმიტომ ჩნდება ამდენი უცნაურობა; მეხუთეც ნაწილობრიც ჩანს. სამივე განზომილება გაერთიანდება, იმიტომ რომ მეოთხე გარკვეულწილად ხიდის როლს ასრულებს და შემდეგ ეს ხიდი ჩაწყდება. შესაბამისად, მესამე განზომილება ცალკე დარჩება და მეხუთე – ცალკე. ყველა ერთდროულად მოხვდება ამ სამივე განზომილებაში, რაც გამოიწვევს ფსიქოზებს, სიგიჟეებს, სიკვდილებს, მაგრამ ნაწილი გამოეყოფა და მაღალ ვიბრაციებზე დაჩება, უფრო დიდი ნაწილი კი – ისევ მესამე განზომილებაში, გატიალებულსა და გავერანებულ დედამიწაზე. ცხოვრება ისევ თავიდან დაიწყება, სანამ კიდევ არ გაივლის ეს ციკლი და ახალი შანსი არ გაჩნდება, რომ ისევ შეიცვალოს ვიბრაციები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი