პოლიტიკა

რატომ გამოცხადდა მთელ მსოფლიოში საგანგებო, ანუ ომის მდგომარეობა ერთი ვირუსის გამო და რატომ არაა ხელმისაწვდომი ვაქცინების შემადგენლობისა და მოქმედების მექანიზმის შესახებ ინფორმაცია

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 31.03, 2021 წელი

ლევან ჩხიკვაძე
დაკოპირებულია

კოვიდვაქცინის (კერძოდ, „ასტრაზენეკის“) პირველი პარტია უკვე საქართველოშია და ჩვენთანაც ჩატარდა საჩვენებელი აცრები. მოგეხსენებათ, „ასტრაზენეკას“ არც თუ კარგი გამოხმაურება მოჰყვა, თითქოს აცრილები თრომბით გარდაიცვალნენ, თუმცა ჯანმომ განაცხადა, რომ თრომბი იმ ადამიანების თანდაყოლილი დაავადების ბრალეულობა გახლდათ და მათი გარდაცვალება არ უკავშირდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას. მეორე მხრივ, კოვიდით გარდაცვალებულთა სტატისტიკის წარმოებისას ისეთ დაავადებებსაც კი, როგორიც, მაგალითად, ავთვისებიანი სიმსივნეა, თანხმლებად მიიჩნევდნენ, მაგრამ კოვიდვაქცინით გარდაცვალებისას ისინი პირველად დაავადებებად იქცნენ. ამის მიუხედავადაც, ადამიანის თავისუფალი ნებაა, აიცრება თუ არა (და ეს უკვე განაცხადეს შესაბამისმა ევროპულმა სტრუქტურებმა, რომ აცრის იძულებაც და სურვილის შემთხვევაში ადამიანის არაცრაც ადამიანის უფლებების დარღვევაა). თუმცა პირადად მე ვერსად მივაგენი ვაქცინის დეტალურ შემადგენლობას და მისი მოქმედების მექანიზმის აღწერას. ვიცით მხოლოდ ის, რომ მწარმოებლებმა მოიხსნეს ყოველგვარი პასუხისმგებლობა შედეგზე. მიკრობიოლოგ ლევან ჩხიკვაძესთან ერთად ვისაუბრებთ კოვიდპანდემიის მორიგ ნაწილზე – ანუ აცრებზე. რესპონდენტი შევარჩიეთ იმ მიზნით, რომ განსხვავებული აზრი, ფაქტობრივად, დაბლოკილია თითქმის სრულ მედია-სივრცეში.

– ფარმაცევტულ კომპანიებს, გასაგებია, ტყუილად არ უშრომიათ და ახლა ვაქცინის გაყიდვით დიდ შემოსავალს ელოდებიან, თუმცა ჯანმო ამბობს, რომ ვაქცინაცია არ ნიშნავს შეზღუდვების მოხსნას, ანუ პანდემიის დასრულებას. ცოტა არ იყოს, დავიბენი. ახლა ფულის მოჭრა დაიწყო თუ კოვიდპანდემიის რა ეტაპზე მივედით?

– არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, ბუნებაში არ არსებობს არც ეპიდემია და არც პანდემია. ეს არის ხელოვნურად შექმნილი გარკვეული ტიპის სამხედრო სპეცოპერაცია, რის მიზანია ადამიანების დამონება.

– ანუ „ისპანკაც“, ყვავილიც, კეთრიც, შავი ჭირიც, ანუ ადრე არსებული ეპიდემიებიც ხელოვნური იყო?

– რა თქმა უნდა. ბუნებას აქვს თავისი კანონები, რის მიხედვითაც ბუნების შემადგენელი ვერც ერთი რგოლი ვერ გამრავლდება ისე, რომ სხვა დანარჩენები დათრგუნოს. მეტნაკლებობა ყოველთვის იქნება, მაგრამ ის, რომ დედამიწაზე ახლა მხოლოდ ერთი კორონა დადის და სხვა არაფერი აღარ არსებობს, ბუნების კანონებით, გამორიცხულია. უკვე გაცხადდა მიზანი: რაც ხდება, გასცდა ყველანაირ კანონმდებლობას, მედიცინა დანაშაულებრივი გზითაა წასული, ვინაიდან ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კონფიდენციალური.

– პერსონალური მონაცემია და გასაჯაროება კანონით ისჯება.

– ასევე, კანონით ისჯება ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, რის შესახებაც ადამიანისთვის წინასწარ ცნობილი არ არის. მაგალითად, ტესტირება, რის საშუალებითაც, ადამიანების დაუკითხავად იღებენ მის გენეტიკურ მასალას, რაც, აგრეთვე, კანონით, ისჯება. ეს ყველაფერი განხორციელდა, ეგრეთ წოდებული, პანდემიის პირობებში და, საბოლოოდ, მივედით იქამდე, რაზეც თავიდან ვამბობდი, ეს არის სამხედრო სპეცოპერაცია ადამიანებისა და ქვეყნების დამონების მიზნით. პირდაპირ ითქვა, რომ ვაქცინირებულებს ექნებათ პასპორტები.

– ჩვენთან იმუნიზაციის სერტიფიკატი დაარქვეს, დანარჩენ მსოფლიოში – კოვიდპასპორტი.

– რა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევ?! შიდსზე რომ იმკურნალა ადამიანმა, მისცეს რამე ცნობა ან ვინმე ეკითხება, ჰქონდა თუ არა შიდსი?!

– ან „ცე“ ჰეპატიტი?

– დიახ და უფრო უარეს დაავადებებზე. ან ვითომდა გაციების გამომწვევ ვირუსზე ასეთი ამბის ატეხვა, რომ, თუ შენ კოვიდპასპორტი არ გექნება, მაშინ კეთროვანი ხარ და არ შეიძლება, შენთან მოკარება?! ანუ მაღაზიაში ვერ უნდა შეხვიდე, რომ პური იყიდო?! კიდევ უარესი შედეგი შეიძლება, დადგეს, რასაც ბილ გეითსი აცხადებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რომ დედამიწაზე ადამიანების რაოდენობა შესამცირებელია. მაინტერესებდა, როგორ აპირებდა და გამოაცხადა კიდეც, როგორ: ვაქცინაციით, დანარჩენს დავჩიპავთ, რომ უკეთ ვაკონტროლოთ ადამიანებიო. ადრე ამ ყოველივეს უწოდებდნენ შეთქმულების თეორიებს, მაგრამ დღეს უკვე ვხედავთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება, თუ ესეც გვეჩვენება?! ამის დასტურია ის, რაც რამდენიმე დღის წინათ გააკეთეს, რომ ვითომდა აიცრა იმნაძე და ექიმი ზუგდიდში.

– მე ვერასად ვნახე შემადგენლობა ვაქცინის ქართულ, ანუ სახელმწიფო ენაზე და საერთოდ, ჩემთვის გაუგებარია ეს საჩვენებელი აცრები ტელეკამერების თანხლებით.

– საპატრიარქომაც კი თქვა, თუ ყველას არ გვეცოდინება, რა შემადგენლობისაა ის სითხე, რითაც უნდა აგვცრან, კურთხევას არ მივცემთო. მეც, როგორც მიკრობიოლოგი ვამბობ, გაურკვეველი სითხე როგორ უნდა შეიყვანო ორგანიზმში?! მით უმეტეს, რომ არავინ გაძლევს არანაირ გარანტიას და ვერც მოგცემს?! ესე იგი – რა ხდება? ჩემი ჯანმრთელობით ტარდება ექსპერიმენტი?! ახსენეთ ფულის ჭრა – საგანგებო მდგომარეობა, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობას ნიშნავს, როდესაც შეზღუდულია ადამიანის ძირითადი უფლებები. ომის დროს, საგანგებო მდგომარეობის დროს გამდიდრებულ ადამიანს ჰქვია თუ არა მოროდიორი?! და ვინ გამდიდრდა ამ საგანგებო მდგომარეობების დროს?

– ფარმაცევტული კომპანიები და ილონ მასკი გახდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი.

– მე მაინტერესებს აქ. იმნაძემ იყიდა მილიონ-ნახევრიანი ბინა, გამყრელიძის ქმედება კი საერთოდ არათავსებადია კანონთან: სახელმწიფოს მაღალი რანგის ჩინოსანია და იმავე დარგის სამედიცინო კონგლომერატია მისი ოჯახის საკუთრება.

– ზოგადად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ არ ვიცი, კონკრეტულად საქართველოს რამდენად აქვს უნარი, წინ აღუდგეს ამ პროცესს, საერთაშორისო ორგანიზაციებზეა დამოკიდებული სახელმწიფოების ყოფნა-არყოფნა. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა შემსრულებელია. შესაძლოა, იმნაძესაც მართავენ და გამყრელიძესაც და არავინ იცის, თუ იმ თეორიას გავყვებით, იმ მილიარდში გამყრელიძე და იმნაძე მოიაზრებიან თუ არა.

– მაგრამ, ხომ არიან ქვეყნები, სადაც მსგავსი არ ხდება?!

– ანუ, იმას ამბობთ, რომ კლასიკური ვაქცინებიც ბლეფია, რითაც ახლაც ვცრით ბავშვებს და ჩვენც ავიცერით თავის დროზე?

– დიახ, ეს არის სააფთიაქო მაფიები, როგორ მოვიდა მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე კაცობრიობა?! მაშინ უფრო ჯანმრთელი არ იყო მოსახლეობა?! ელემენტარულია. ადამიანის ნების დაუკითხავად გარედან ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა დაუშვებელია. ვისაც უნდა, გაიკეთოს ვაქცინა და ვისაც უნდა – არა. ვინ მართავს ამ პროცესს და ვინ – არა, ეს სხვა თემაა მე ვლაპარაკობ სამედიცინო და ბიოლოგიურ მიმართულებებზე. როგორ შეიძლება, ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა მითხრას, რომ ეს არის იმუნიზაციის პასპორტი? მაინტერესებს, რამდენს ეტყვიან ახლა = სამსახურიდან წადით, თუ არ აიცრებითო?! მაინტერესებს, ეს ხალხი სადამდე იქნება ჩუმად?!

– დავუშვათ, დიდხანს.

– ძალიან მარტივია ამაზე პასუხი: სიცოცხლე უფრო მეტია, თუ სამსახური?

– სამსახური თუ არ გექნება, როგორ იცოცხლებ?

– ადამიანებმა, ბოლოს და ბოლოს, უნდა ისწავლონ თავიანთი უფლებების დაცვა. არც მე ვარ ვალდებული, არც თქვენ და არც არავინ, სხვისი უფლებები დაიცვას. თუ თავის უფლებას არ იცავს ადამიანი და თავისი ჯანმრთელობა არ აინტერესებს, მე როგორ უნდა ჩავერიო?! მე შეიძლება, ვურჩიო, მაგრამ გადაწყვეტილება ადამიანმა თავად უნდა მიიღოს. წეღან ახსენეთ, რომ დამარცხდა შავი ჭირი, ყვავილი... შეიძლება, რაღაც კონკრეტული დაავადება დამარცხდა, მაგრამ მას ეპიდემიის ფორმა არ ჰქონია; მეორე – ეს არის პრეპარატი და ეს ცერცვაძემაც აღნიშნა, კლასიკური ვაქცინისგან განსხვავდება...

– დავაზუსტებ: ყველა ანტიკოვიდვაქცინა არაკლასიკურია? ანუ ყველა ხელოვნური გენეტიკური მასალაა?

– რაც გვითხრეს, ასეა, არც გვიხსნიან, რა შემადგენლობის ვაქცინებია, მხოლოდ მოქმედების მექანიზმი თქვა ცერცვაძემ და რატომ უნდა დავიჯეროთ ვიღაცის ნათქვამი?! მე მაქვს ფაქტად და არა მხოლოდ მე, სადაც ეს ვაქცინები გაკეთდა, ადამიანები დაიღუპნენ.

– თუმცა ეს დააბრალეს ძირითად დაავადებებს, რომლებიც იმ ვაქცინირებულებს ჰქონდათ.

– ნებისმიერი რამის თქმა შეიძლება, გაკვეთები ჩატარდა?! ადამიანებმა თავად უნდა ისწავლონ თავიანთი თავის დაცვა. ხომ იციან, რომ ძალა ერთობაშია?! ჰოდა, გაიხსენონ. მთელი საქართველოს ისტორია ბრძოლის ისტორიაა, ხან ვის უნდოდა ჩვენი დამონება და ხან – ვის. შორს არ წავიდეთ – რა მეთოდები ჰქონდათ გერმანელ ნაცისტებს?! და ხომ არ გამახსენებთ, რა ხდებოდა პირველი და მეორე მსოფლიო ომებამდე?! „ისპანკის“ პანდემიები რომ გამოცხადდა, ომები არ დაიწყო?! ეს დაავიწყდათ?! მაგრამ ხალხი არ შეეგუა და დაამარცხა ნაციზმი. მაშინ უნდა გენახათ, წამლებისა და ვაქცინების რა საექსპერიმენტო პროცესი იყო გაშლილი მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით – ევროპაში. რამდენი საკონცენტრაციო ბანაკი იყო და, საბოლოოდ, 60 მილიონი ადამიანი შეეწირა იმ ომს. ახლა რომ ციფრებს აცხადებენ კოვიდით დაღუპულების, ვინ და რა ადასტურებს, რომ ეს ციფრები სინამდვილეს ასახავს?!

– სიკვდილიანობის სხვა სტატისტიკა საერთოდ გაქრა ინტერნეტიდან, რომ დინამიკას დავაკვირდეთ და გავაანალიზოთ.

– აშშ-ის პრეზიდენტს დაუბლოკეს მედია. ის ამერიკაა, დიდია და რაღაცას მოახერხებენ, ჩვენ ხომ შეგვიძლია უარის თქმა? თუ ბილ გეითსი ჩამოვა აქ და რამეს გვეტყვის?! დაგვაძალებს?! მაგრამ, ვიმეორებ, თითოეულმა ადამიანმა თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს და თავად დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი