პოლიტიკა

პირველი „ტროიკა“

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 28.03, 2023 წელი

პირველი ტროიკა
დაკოპირებულია

ანუ გაიღვიძეს?!

მართალია, არათუ ბოლშევიკები მიიცვალნენ, თვით საბჭოეთიც კი დაიშალა. თუმცა აღმოჩნდა, რომ არათუ ბოლშევიზმია ცოცხალი, თვით ტროცკიზმიც კი ზეობს, ოღონდ, ბუნებრივია, შეფუთული ადამიანის უფლებების დაცვის საბურველითა და, ევროინტეგრაციისკენ სწრაფვით (თუმცა პირადად მე წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უთავსდება ერთმანეთს ადამიანის უფლებები და ტროცკიზმი, როდესაც ნეოლიბერალები ტყუპებივით ჰგვანან ბოლშევიკებზე დამყნობილ ტროცკისტებს).

ასეა თუ ისე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ვინმე ლიკა ბასილაია-შავგულიძემ (მის ვინაობას არ დავწერდი, მაგრამ კონკრეტიკის აუცილებლობას ქვემოთ განვმარტავ) საბჭოს კიდევ ორი წევრის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის, თანხმობით, განაცხადა, რომ საზმაუს გენერალურმა დირექტორმა უნდა წარმოადგინოს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელის, გიორგი გვიმრაძის, შესახებ მოხსენებითი ბარათი.

– რატომ?

– იმიტომ რომ, ზემოხსენებული სამი პირის აზრით, ბოლო რამდენიმე გადაცემაში გიორგი გვიმრაძე მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსო.

– რით?

– იმით, რომ, თურმე, სვამს გაურკვეველ შეკითხვებს. შესაბამისად, გენერალურ დირექტორს ავალებენ, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება (ანუ გაათავისუფლოს?!).

ხოლო, რაკი ზემოთქმული, როგორც უნდა შეიფუთოს (მოსახლეობის 85 პროცენტს ევროინტეგრაცია გვსურსო), ქსეროქსით გადაღებულივით ჰგავს გასული საუკუნის 20-30-იან წლებს, ვფიქრობ, არც ისე შორსაა დრო, როდესაც განსხვავებული შეკითხვის დასმის გამო დახვრეტასაც მოითხოვენ. ჯერჯერობით კი ლეიბა ბრონშტეინს საქმე მოსალოცად აქვს, ვინაიდან პირველი „ტროიკა“ უკვე შეკრებილია!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი