პოლიტიკა

ფარული ნიჭი

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 20.06, 2022 წელი

ფარული ნიჭი
დაკოპირებულია

ანუ „ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე“

რაკი საბაზრო ეკონომიკაა და მეტიც, პოლიტიკაც ფრიად გაცხოველებული ვაჭრობის ადგილია (აი, ქარვასლაზე „ცხელიც“ კი) – ერთი ისაა, რომ ამას ადამიანების სიცოცხლეები ეწირება, ვაჭრობის ანბანის დაუფლება, როგორც ჩანს, ჩვენც გადავწყვიტეთ.

რატომ?

იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სატრანზიტო ტვირთების გადასატანი ბაჟი, არც მეტი, არც ნაკლები, 75 პროცენტით იზრდება, შეგახსენებთ, რომ დღეისთვის ზემონახსენები მომსახურების ღირებულება, სულ რაღაც, 200 ლარია, ხოლო 20 ივნისიდან ეს თანხა 350 ლარამდე გაიზრდება.

მოგეხსენებათ, რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მეტად საშური გახდა და აწი და აწი უფრო და უფრო საშურად იქცევა. შესაბამისად, ამა წლის პირველ ოთხ თვეში 116 ათასი ტონა ტვირთი უკვე გავატარეთ (მაისის დაზუსტებული მონაცემი ჯერჯერობით არ გვაქვს), რამაც 23.2-მილიონლარიანი შემოსავალი მოგვიტანა.

აქედან გამომდინარე, შემოსავლები კიდევ მეტად გაიზრდება და ძალიანაც კარგი – მომენტით სარგებლობა აუცილებელია და, სხვათა შორის, საკუთარისთვის ფასის დადებაც. ოღონდ ისაა, ამ ფულს გონივრულად მოვიხმარდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი