პოლიტიკა

პატრონყმობა

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 30.11, 2021 წელი

პატრონყმობა
დაკოპირებულია

ანუ დემოკრატია არა – კვატი?!

თუმცა ყველამ ვიცით (ვინც თავს იბრმავებს ან იშტერებს, მისი პრობლემაა), რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას, როგორც ჩანს, ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ადამიანების გაუბედურება და დახოცვა ღირდა დაგებულ გზებად და მანქანების სარკეების ხელშეუხებლობად, და აი, ეს უკვე საზოგადოების პრობლემაა, ოღონდ არც გასაკვირი – იმიტომ რომ გასული საუკუნის 20-იანი წლების არც ბოლშევიკები და არც ტროცკისტები უშვილოდ არ გადაგებულან, შესაბამისად, მათი შთამომავლობა ჩვენ გვერდით ცხოვრობს, ანუ ჩვენი თანამემამულეები არიან.

ბუნებრივია, „ქართულ ოცნებას“ დამნაშავეები თავის დროზევე უნდა დაესაჯა და არ გამოეზოგა ხელისუფლებაში დასარჩენად (მაგრამ მაინც სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, იმიტომ რომ ხავსს ვეჭიდები), მაგრამ უცნაური მაინც ისაა, რომ საზოგადოების ნაწილი, უნდა თუ არა, ამართლებს ძალადობას და ნაკლებად ჭმუნავს ნაწამებ ადამიანებზე, უფრო მეტად ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა აწუხებს, სხვათა შორის, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ელენე ხოშტარიასი (ის მართლაც შიმშილობს და, მე რომ მკითხოთ, არაფრისთვის რისკავს საკუთარ ჯანს, ვინაიდან, საბოლოოდ, გამოდის, რომ მათ შორის, მოძალადე ქარდავასა და მუხაძეს იცავს, რაც უნდა შეიფუთოს მისი შიმშილობის არსი).

იმის გათვალისწინებით, რომ ყველა პოლიტიკოსმა (მოძველებულმა თუ ახლად გამომცხვარმა) ზუსტად იცის, როგორც მართავდა წინა ხელისუფლება და არათუ თევზივით აქვს წყალი პირში ჩაგუბებული, ცდილობს, რამეს გამორჩეს, პირადად მე გამომაქვს დასკვნა: რომ ჩემი (თქვენიც), როგორც ადამიანის სიცოცხლე აქ არავის აღელვებს, მთავარია, ბატონები იყვნენ კარგად, ანუ დემოკრატია ქართულად – ეს პატრონყმობაა?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი