პოლიტიკა

ომის მეორე მხარე

№5

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 07.02, 2023 წელი

ომის მეორე მხარე
დაკოპირებულია

ანუ მიწის მსურველები

მართალია, როგორც იქნა, გაირკვა უკრაინისთვის გერმანული „ლეოპარდების“ მიწოდების საკითხი, ბოლოს და ბოლოს, შეთანხმდნენ, რომ გადასცემს გერმანია, მაგრამ ის კი ზუსტად არ ვიცი, რა გარდატეხას შეიტანს ეს ფაქტი უკრაინის გამარჯვებაში, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მისასალმებელია (მეორე მხრივ, ვფიქრობ, რუსეთს, როგორც აგრესორს, ფრიად წაახალისებს მოკავშირეების ასეთი ორჭოფობები).

ამის პარალელურად კი, ისევ განიხილება პოლონეთის შესაძლო ტერიტორიული პრეტენზია უკრაინისადმი (აქვე გეტყვით, რომ უკრაინის პოლინეთთან მომიჯნავე ტერიტორიაზე კათოლიციზმი იმ მიზეზითაა გავრცელებული, რომ ის ტერიტორია ერთ დროს პოლონეთს ეკუთვნოდა), მანამდე კი უნგრეთის პრემიერმა მიანიშნა დღევანდელი უკრაინის შემადგენლობაში ოდესღაც უნგრული მიწების არსებობაზე.

ხოლო ამასობაში პოლონური გამოცემის (Wirtualna Polska) ცნობით, პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა (რადოსლავ სიკორსკი) განაცხადა, რომ პოლონეთის დღევანდელი მმართველი პარტიის („სამართალი და სამართლიანობა“) წევრები უკრაინაში ომის დაწყებისთანავე განიხილავდნენ უკრაინის გაყოფას.

მართალია, პოლონელმა მოქმედმა პოლიტიკოსებმა და მედიის წარმომადგენლებმაც მტკნარი სიცრუე უწოდეს სიკორსკის განცხადებას (მეტიც – რუსული პროპაგანდააო. არადა, მაშინ ბარაქალა რუსეთს, თუ ამ დონის გავლენის აგენტები ჰყავს პოლონეთის სამოხელეო-პოლიტიკურ ელიტაში).

მაგრამ, ტყუილია თუ მართალი, ფაქტია: თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, ანუ ვერ მოახერხებს აგრესორის თავისი ტერიტორიიდან გაძევებას, უკრაინული მიწის მითვისების კიდევ არაერთი მსურველი გამოჩნდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი