პოლიტიკა

ომი და ფული

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 10.05, 2022 წელი

ომი და ფული
დაკოპირებულია

ანუ რა ღირს სიკვდილი?!

„ნატოს“ გენმდივანმა (იენს სტოლტენბერგმა) ბრძანა, რომ ალიანსი მზადაა, უკრაინას წლების განმავლობაში დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ ომში, ვინაიდან არ გამორიცხავს, რომ ეს ომი თვეების ან წლების განმავლობაში გაგრძელდეს. შესაბამისად, უკრაინის მოკავშირეები ვემზადებით, რომ „ნატოს“ სტანდარტების შეიარაღება მივაწოდოთო.

ხოლო აქვე შეგახსენებთ, რომ აშშ-ისგან უკვე მიღებული, წამოსული ან დაპირებული სამხედრო დახმარების საერთო ღირებულება (ამ წლის 24 თებერვლიდან) უკვე 3.7 მილიარდი დოლარია. კიევში ჩასული ბ-ნები ოსტინი და ბლინკენი კი უკრაინელებს დაჰპირდნენ, რომ აშშ უკრაინის შეიარაღებას კიდევ 713 მილიონ დოლარს მოახმარს, საიდანაც 322 მილიონს უშუალოდ კიევი მიიღებს, ხოლო დანარჩენს – ის 15 ქვეყანა, რომლებიც შეიარაღებას აწვდიან უკრაინას (შესაძლებლობა გექნებათ, იყიდოთ ნებისმიერი იარაღი, რომლებიც უკრაინას დასჭირდება და არა მხოლოდ საწყობებში შენახული ძველი ტექნიკაო). ასევე, ამ პაკეტში მოიაზრება 165 მილიონიც, რაც კიევს საშუალებას მისცემს, შეიძინოს თავისი სამხედრო ტექნიკის შესაბამისი საბრძოლო მასალებიც.

აი, სულ ბოლოს კი შევიტყვეთ, რომ აშშ უკრაინას დამატებით 33 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს: 20.4 მილიარდი სამხედრო დახმარებას მოხმარდება; 8.5 მილიარდი – უკრაინის მთავრობას, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააუმჯობესოს, ხოლო 3 მილიარდი ჰუმანიტარულ დახმარებადაა განსაზღვრული.

თუ გავიხსენებთ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ დასავლეთმა 4.5 აშშ მილიარდი დოლარის დახმარება გამოგვიყო (2 მილიარდი გვაჩუქეს, დანარჩენი სესხად მოგვცეს), ხოლო უკრაინა 15-ჯერ მრავალრიცხოვანია, 33 მილიარდი მეცოტავება... იმიტომ რომ შეიარაღების შეძენაზე გაწეული ხარჯი დასავლეთს ისევ უკან უბრუნდება; მაგრამ ომის ცინიზმის ერთი მხარე ისაა, რომ იარაღის მწარმოებლებს შემოსავალი უჩნდებათ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი