პოლიტიკა

„ნუ დააჯარიმებ ჯაფარას“

№8

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 02.03, 2021 წელი

ნუ დააჯარიმებ ჯაფარას
დაკოპირებულია

ანუ კრეატიულად მავნებელი

მას შემდეგ, რაც გაიყვნენ (თუმცა, რაკი გერმანიის გაყოფა გადაიტანა მსოფლიო თანამეგობრობამ, ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ „გირჩის“ მიმდევრებსაც, მათივე „გასაბერი ეკლესიის“ მადლით, მალე გაულღობს გულებს მათი კვლავ ერთად შერთვა), აშკარაა, რომ იქით მხოლოდ დაბოლილობა დარჩა, აქეთ – ჯერჯერობით მარტოხელა ზურაბ-გირჩის მხარეს ცხელ-ცხელი „კრეატიულობა“ (სხვათა შორის, ჩემი აზრით, ეს ნათლად ადასტურებს მოარულ ჭეშმარიტებას, რომ, ზოგადად, დაბოლება აშტერებს და ზურაბ-გირჩი ან გვატყუებდა, როდესაც ამტკიცებდა, რომ სწორედ, მარიხუანის ინტენსიურად გამოყენების პერიოდებში დაისწავლა, რაც დაისწავლა, ან გამონაკლისია, ან სამომავლოდ ელის დაშტერება).

ასე იქნება თუ ისე, ზურაბ-გირჩმა ჯაფარიძემ ბარის გახსნა („ჯაფარისტანის“) განიზრახა (არა იმიტომ რომ კაფეების ნაკლებობაა, არამედ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო, ცხადია, ამ ყოველივეს მოტივად ადამიანის თავისუფლება ჩაუფინა).

მართალია, ჯერჯერობით არაფერი ვიცით, როგორ განვითარდა ზემონახსენები ბატონის მიერ გახსნილი სასტუმრო-ბორდელი (რითაც სასტუმროების პროსტიტუციის გამო პოლიციის მიერ დახურვა გააპროტესტა), ანუ რა შემოსავალი მოუტანა, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ვერც „ჯაფარისტანის“ ფინანსური განვითარების შესახებ შევიტყობთ რამეს, ვინაიდან, როგორც თავად მეპატრონე (ანუ ბ-ნი ზურაბ-გირჩი) ამბობს, ბართან პოლიცია დადგა.

მეორე მხრივ, რაკი ბარის არა მხოლოდ გახსნა, გახსნის მიზანიც წინასწარ შეგვატყობინა, რომ კანონის დარღვევას აპირებდა, ბუნებრივია, ისიც იცოდა, რომ პოლიცია ჩადგებოდა, შესაბამისად, პიარი გაინაღდა (იმიტომ რომ, მაგალითად, ჩვენს მედიას სწორედ ასეთი თემები იტაცებს და ეს თვით დაბოლილებისთვისაც კი მზეზე უცხადესია).

ერთი სიტყვით, ჯაფარიძის განმარტებით, პოლიცია მას კანონის დარღვევის უფლებას არ აძლევს. გამომდინარე იქიდან, რომ ჭკუასუსტი ნამდვილად არ არის (ანუ იცის, რომ პოლიციის მოვალეობაა, კანონი არ დაარღვიოს მოქალაქემ), ზემოჩამოთვლილ ვარიანტებს, ემატება მეოთხეც: ანუ, უბრალოდ, კრეატიულად შეფუთული მავნებელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი