პოლიტიკა

„მშვიდობის მტრედები“

№4

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 30.01, 2023 წელი

მშვიდობის მტრედები
დაკოპირებულია

ანუ ომი „რწყილისა და ჭიანჭველის“ მოტივებით

ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ მის სამართავად უნივერსალურია მდაბალი მიზნების ამაღლებულით შეფუთვა. შესაბამისად, ყველა ომი, შფოთი თუ ყოფითი გაუგებრობა ლამაზი მოტივებითაა გამართლებული და ამ მანკიერებისგან არც მასშტაბური დაპირისპირებებია დაცლილი. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ამგვარ მოსაზრებებს შეთქმულების თეორიებს უწოდებენ.

მაგრამ, თუკი აქამომდე მხოლოდ მცირე ნაწილი ამბობდა ხმამაღლა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის წარმომშობი მეტად მერკანტილური მიზეზებია, ისე მოხდა, რომ თვით CNN-მაც განაცხადა: „უკრაინა იქცა დასავლეთის იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად“.

მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ომია ის ასპარეზი, სადაც იხარჯება ძველი იარაღი და გამოიცდება ახალი (ბუნებრივ პირობებში და ყოველგვარი შეთქმულების თეორიების გარეშეც), მაინც უცნაური იყო CNN-ის ამგვარი განაცხადი, ოღონდ არ მგონია, ამ ფაქტმა მხარეები შეაჩეროს (სანამ თავად არ გადაწყვეტენ).

ამასობაში კი აშშ-სა და გერმანიას შორის წარმოიშვა წინააღმდეგობა, სახელდობრ, უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღების გამო. ანუ გერმანია არათუ აჭიანურებს, არამედ არც აპირებს, უკრაინას გადასცეს Leopard-ები, სანამ ვაშინგტონი არ გაგზავნის M1 Abrams-ებს (ანუ ღორი მომცემს რკოსაო და ასე შემდეგ).

ამერიკელების განმარტებით, მოთხოვნა არაგონივრულია (სამაგიეროდ, დიდი ბრიტანეთი ჩუქნის უკრაინელებს ორ მძიმე ტანკს) და აქვე გეტყვით, რომ გერმანიის კანცლერი (ოლაფ შოლცი) და ვიცე-კანცლერი (რობერტ ჰაბეკი) გვარწმუნებენ, მათი მოტივები მეტად კეთილშობილურია, რაკი ევროპაში ორივე მსოფლიო ომი გერმანიამ გააჩაღა, მორიგი ომის გამამწვავებლების როლის შესრულება აღარ გვინდაო (თუმცა „ლეოპარდები“ უკვე ვერაფერს გაამწვავებენ).

მოკლედ რომ ვთქვა, ვითარება (საუბედუროდ) შემდეგნაირია: სანამ ერთნი მშვიდობის მტრედობას იბრალებენ, მეორენი – დემოკრატიისა და სამართლიანობის მოდარაჯეობას, მაშასადამე, სქემით აწვდიან შეიარაღებას უკრაინას, „რწყილისა და ჭიანჭველის“ პრინციპით, უკრაინელები სისხლისგან იცლებიან...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი