პოლიტიკა

მადააღძრულები

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 26.01, 2021 წელი

ყაზახეთის ქალაქების რუკა
დაკოპირებულია

ჩვეულება – რჯულზე უმტკიცესი!

თუმცა უმადობას არასდროს უჩიოდნენ (განსაკუთრებით – მიწა უყვართ), მაგრამ გული მიგრძნობს, ჩრდილოეთში იმდენს მოახერხებენ, რომ შუა აზიასაც გაანაწყენებენ.
ასე მაგალითად, რფ-ის „დუმის“ დეპუტატმა (ვიაჩესლავ ნიკონოვმა) განაცხადა, რომ ყაზახეთის მთავარი სიმდიდრე ის მიწებია, რომლებიც მათ რუსებმა აჩუქეს.
სავსებით ბუნებრივია, რომ ამან ყაზახეთის პრეზიდენტის რეაქცია გამოიწვია და იმას გარდა, რომ რფ-ელ კანონმდებელს შეახსენა, რომ არავის უწყალობებია მათთვის მიწა, რომელზეც ისტორიულად ცხოვრობდნენ, რომ ყაზახების ისტორია არც 1991 წელს დაწყებულა და არც 1936 წლიდან, ყაზახეთის საგარეო უწყებაში რფ-ის წარმომადგენელიც დაიბარეს და საპროტესტო ნოტაც გადასცეს. ამასთან, მოუწოდეს, რომ არ დაუშვებენ მომავალში მსგავსი განცხადებების გაკეთებას რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან.
დასაწყისშიც შევნიშნე, რომ რფ უმადობას არც არასდროს უჩიოდა, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში არსებულ თავიანთ მიწასაც ვერ უვლიან, დემოგრაფიული მდგომარეობა კი კატასტროფისკენ მისდით, სრულიად გაუგებარია, რა თავში იხლიან ამდენ მიწას?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი