პოლიტიკა

კორონის ექსკლუზივი

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 20.09, 2021 წელი

კორონას ექსკლუზივი
დაკოპირებულია

ანუ დემოკრატი ბელადები – გამოქვაბულიდან?!

მათ, ვისაც, თუნდაც, მეტ-ნაკლებად გვახსოვს საბჭოთა წარსული, ისეთი ცხადი დე-ჟავიუ გვაქვს, იმასაც კი ვეჭვობ, რომ საცაა ინტერნეტიდან ლევიტანის ხმა მოგვესმება: „ოტ სოვეტსკოგო ინფორმბიუროო“...

მთელი მსოფლიოს წამყვანი მედია ისტერიულად განიხილავს ვაქსერ-ანტივაქსერობას (სხვათა შორის, მე თუ მკითხავთ, კორონას ნობელიც კი ეკუთვნის, იმ მარტივი მიზეზით, რომ სიკვდილის ყველა სხვა მიზეზი დაამარცხა დედამიწაზე, ანუ იმქვეყნად გამგზავრების ექსკლუზივი მიიღო და გამოდის, რომ კორონის დამარცხების შემთხვევაში, ადამიანი უკვდავებასაც ეზიარება?!).

მეორე მხრივ, მართალია, ლამის მთელი მსოფლიო იძულებითი ვაქცინაციის ტალღაზეა – და მერე რა, რომ ვაქცინები სრულად გამოცდილი არ არის?! – მსოფლიო მედია ბლოკავს ყველა იმ ინფოს, რომელიც ვაქცინაციის ან მხოლოდ შერჩევითობას განიხილავს, ან, საერთოდაც, ადამიანთა არჩევანის ნებაზე მიშვებას (ჩვენ კი გვეგონა, რომ ცენზურა მხოლოდ ტოტალიტარიზმის თავისებურება გახლდათ, მაგრამ, ვაი რომ, მწარედ შევმცდარვართ?!).

ერთი სიტყვით, დემოკრატიის აკვანში (და, მართლაც დემოკრატიის აკვანია, ვინაიდან მეცნიერთა, მედიკოსთა და იურისტთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფები აშკარად აპროტესტებენ იძულებით ვაქცინაციას) შემთხვევაში ფედერალური უწყებების თანამშრომლებს გამოუცხადეს, რომ ვაქცინაციისთვის 75 დღე ეძლევათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ, არც მეტი, არც ნაკლები, სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ამ განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა.

და თუმცა ზუსტად ვიცი, რომ სამყაროსთან ომი არავის მოუგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამას ვერც კორონა შეძლებს (იმისდა მიუხედავად, ხელოვნურია თუ, მით უმეტეს, ბუნებრივი) და ვერც, რაოდენ დიდი ქვეყნის მმართველები, მაინც მაოცებს, რომ, ტექნიკური პროგრესის მიუხედავადაც, მენტალურად ადამიანი ისევ იმ გამოქვაბულშია, სადაც ბელადებს ჰგონიათ, რომ მათი სიტყვა კანონია!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი