პოლიტიკა

კაპიტალიზმი – ვერსია რუსულად

№1

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 13.01, 2021 წელი

კაპიტალიზმი – ვერსია
რუსულად
დაკოპირებულია

ანუ აფრიკაში რა გინდოდა, თუ გადატრიალება არ გინდოდა?!

  გასულ წელს ოკეანის გაღმაც ისეთი ამბები მოხდა – აშშ-ში ლამის სამოქალაქო ომი დაიწყო და კონკურენტმა პოლიტიკურმა ძალებმა (აქამომდე რომ ეტალონებად მივიჩნევდით), ლამისაა ჩამოიტოვეს ქართული პოლიტიკური სპექტრი, ისე დაერივნენ ერთმანეთს და გამოღმაც – თურქეთი 100 წლის შემდეგ კავკასიაში დაბრუნდა, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ნაწილი დაიბრუნა, რფ-მ კი თავისი ცისფერჩაფხუტიანებიც ჩაგვიყენა მეზობლად, რომ ჩვენ ერთი ისაა, რომ მხოლოდ თმა ყალყზე შეგვიდგა.
  მაგრამ მხოლოდ ეს არ იკმარა (რფ-მ) და, როგორც თავად რუსული მედია იტყობინება, რფ აფრიკაშიც იბრუნებს თავის როლს (ვირთხის წელმა ხელი დიდად შეგვიწყოო – შედარება ჩემია და უტრირებული), თუმცა მანდ ყველაზე საინტერესო ისაა (მომყავს ციტატა) რომ: „სწორედ ჩვენმა ქვეყანამ (ანუ რფ-მ) შეასრულა გადამწყვეტი როლი აფრიკის ქვეყნების გათავისუფლებაში მძარცველური კოლონიური სისტემებისგანო (ესე იგი – დასავლეთისგანო, ანუ მათთვის კაპიტალიზმი ოცდამეერთეშიც ყარს). ჰოდა, ასე განსაჯეთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნებია (არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბუნტი მოხდა) და რფ-მ 300 სამხედრო ინსტრუქტორი გააგზავნა, რომლებმაც (უფრო ზუსტად, მათ მიერ გაწვრთნილმა კონტინგენტმა) მთავრობის მოწინააღმდეგეთა დედაქალაქზე შეტევა მოიგერიეს. რუსული მედია იქვე განმარტავს, რომ რუს სამხედროებს არ აქვთ სროლის უფლება, ამიტომ მხოლოდ სროლის მიმართულებებს უჩვენებენო.
  შესაძლოა, ეს ამბავი საახალწლო ხუმრობად ჩამითვალოთ, მაგრამ ეს ამბავი ზუსტად ისეა, როგორც გიამბეთ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ, სანამ აშშ-ში კინკლაობენ, რფ ასწრებს გავლენის ტერიტორიების დაბევებას.   

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი