პოლიტიკა

ჯილდოს ფასი

№31

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 08.08, 2022 წელი

ჯილდოს ფასი
დაკოპირებულია

ანუ „ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე“?!

მართალია, ბორის ჯონსონმა ჩვენს სამშობლოში უამრავი თაყვანისმცემელი დაიგროვა და თიკუნი „მაგარიაც“ დაიმსახურა, თუმცა პირადად ჩემთვის დღემდე უცნობია, იმას გარდა, რომ ეთიკური ნორმებიდან ამოვარდნილი ქცევით გამოიჩინა თავი და სიტყვიერი მუქარით რუსეთის მისამართით, სახელდობრ, რა გააკეთა, მაგრამ ეს საუბრის სხვა თემაა.

მაგრამ, როგორც ჩანს, თაყვანისმცემლები ზემოხსენებულმა ბატონმა უკრაინაშიც მოიქუჩა, ვინაიდან უკრაინის პრეზიდენტის საიტზე განთავსებულია პეტიცია, მოთხოვნით: ბორის ჯონსონი – უკრაინის პრემიერად.

და თუმცა არ ვიცით, იზიარებს თუ არა თავად ჯონსონი ამ შეთავაზებას (მოდი, გულახდილად ვთქვათ – ჩამოლაბორანტებას), ვიხილეთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკის უინსტონ ჩერჩილის სახელობის პრემია გადასცა (ჩერჩილის აზრი ფრიად საინტერესო იქნებოდა ამ საკითხზე, მაგრამ, აბა, საიდან უნდა გავიგოთ?! თუმცა ვვარაუდობთ).

ცერემონიალი ვირტუალური იყო, მაშასადამე, ვიდეოკავშირით (ოღონდ ჯილდო ნამდვილია). ჰოდა, საკითხავიც ის არის: გადაწონის თუ არა ეს ჯილდო იმ ტერიტორიებს, რომლებიც უკრაინამ დაკარგა?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი