პოლიტიკა

ჯილდოს ფასი

№31

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 09.08, 2022 წელი

უხეირო მეურნეები
დაკოპირებულია

ანუ ვუარე, ვუარე, ვერ შემოვუარე?!

სამწუხაროდ, მხოლოდ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დაფიქრდა დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, შესაბამისად, რაკი პოსტფაქტუმ დაფიქრდა, სანქციებმა თავად დასავლეთიც დააზარალა – იმიტომ რომ დიდწილად რუსულ რესურსსა და გზაზე იყო (და, ვაი რომ, არის) დამოკიდებული. ჰოდა, რაკი იყო და ჯერაც არის, დასავლელები ლაივში გადაეწყობიან. ასე, მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ყაზახეთმა ევროკავშირისთვის ნახშირის მიწოდება კი გააორმაგა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ყაზახეთი ნახშირს ევროპის ქვეყნებს აწვდის ზღვით (რუსეთის ან ბალტიისპირეთის პორტებით), რკინიგზითა და ხმელეთით და ეს ორივე გზა გადის რუსეთზე.

ხოლო, ვინაიდან ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთის რკინიგზამ დაყვინთა (უკაცრავად ჟარგონისთვის) ყაზახეთს (უფრო მომხმარებელ ევროკავშირს) აქვს ალტერნატივა, თავისი აქტაუს პორტი გამოიყენოს (კასპიის ზღვაზე) და ქვანახშირი ევროკავშირს აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით მიაწოდოს – ოღონდ ამას დრო და ფული სჭირდება (ანუ განა ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე, ვუარე, ვუარე, ვერ შემოვუარე).

ბუნებრივია, აჯობებდა, დასავლეთს (რუსულ გაზით ჩამთბარს) ურმის გადაბრუნებამდე ეფიქრა, რომ ალტერნატიული გზები განევითარებინა, მაგრამ ისიც საქმეა, თუ ურმის გადაბრუნების შემდეგ გაახერხებენ რამეს, თუმცა პირადად ჩემთვის ნათელი გახდა, რომ შორსმჭვრეტელობით ვერც დასავლელი პოლიტიკოსები დაიკვეხნიან, რაც ერთგვარ შვებას მგვრის, ჩვენებურთა უთავბოლობას გულმოკლული რომ ვაკვირდები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი