პოლიტიკა

ჰაერის მბრძანებელი?

№48

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:47 30.11, 2020 წელი

სოხუმის აეროპორტი
დაკოპირებულია

ანუ სოხუმის აეროპორტის სამხედრო სიცოცხლე

 

თუკი თურქეთი მარმარილოსა და შავი ზღვების დასაკავშირებლად ახალი სრუტის აშენებას გეგმავს, ჩრდილოეთით ცაში იცქირებიან. კერძოდ, ყარაბაღის ომის დასრულებისთანავე, 18 ნოემბერს დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ვლადიმირ პუტინს შეხვდა და, მათ შორის, სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე შეთანხმდნენ.

მოგეხსენებათ, აეროპორტი 1993 წლის შემდეგ აღარ მუშაობს და სრულიად უიმედო მდგომარეობაშია.
მეორე მხრივ, ფაქტია, რომ არც ისეთი ინტენსიური მიმოსვლაა რფ-სა და დე-ფაქტო აფხაზეთს შორის, რომ აეროპორტის ამუშავება ღირდეს მგზავრთა მომსახურებისთვის (გვარიანი თანხა დაჯდება), მით უმეტეს, საერთაშორისო ის ვერ იქნება და მხოლოდ რფ-სა და სოხუმს შორის თუ იფრენენ თვითმფრინავები.
ოღონდ ფასდაუდებელი როლის შესრულება შეუძლია სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო, რომ გუდაუთაში საბჭოთა დროს მიწისქვეშა საჰაერო ბაზაც არსებობდა (სკუთარი თვალითაც მინახავს, როგორ ამოდიოდნენ მიწიდან სამხედრო თვითმფრინავები).

ხოლო, თუ ამ ამბავს მარმარილოსა და შავი ზღვების დამაკავშირებელი ახალი სრუტის პროექტსაც დავუმატებთ, უდიდესი ალბათობით, რუსეთიც აძლიერებს კომუნიკაციებს შავი ზღვისპირეთში და ამ ფონზე, არც კი მინდა, ვახსენო, თუ რითაა დაკავებული ქართული პოლიტიკური სპექტრი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი