პოლიტიკა

ღმერთის მაიმუნები

№7

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 23.02, 2021 წელი

ღმერთის მაიმუნები
დაკოპირებულია

დაკვირვებული ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩა არა მხოლოდ რუხი და თეთრი ნივთიერება, თანაც – გააქტიურებული, ზედაც – კრიტიკულ აზროვნებაზე პასუხისმგებელი უბანიც არ აქვს დაზიანებული (ან – საერთოდაც, ატროფირებული) კარგა ხანია, შეამჩნევდა, რომ საქართველოს ეკლესიაზე პერიოდულად, ციკლურად, იწყება ხოლმე ფრონტალური შეტევები, რის თავკაცობა, როგორც ჩანს, ათავებინეს პეტრე ცაავას (ღმერთმა მაპატიოს და, მამა პეტრედ ვერ ამოვთქვამ, ისეთებს ამოთქვამს მისი ბაგეები ანაფორით შემოსილი სხეულიდან).

ეს უკანასკნელი ისევ აფრქვევს თავის ბინძურ ვერსიას (რის გამეორებასაც მე არ ვაპირებ, ისედაც იცით), ხოლო მშობლიური მედია შეპყრობილივით იწვევს სტუდიებში, რომ, რაც შეიძლება, მეტად დააფრქვევინოს ხსენებული სიბინძურეები (ჩემი ოპტიმისტური ბუნებიდან გამომდინარე, ვიმედოვნებ, მხოლოდ რეიტინგის გამო, რაც გასამართლებელი საბუთი არაა, მაგრამ შეკვეთის შესრულების ვერსიას სჯობია). ამას აწ უკვე დაემატა, თითქოს სინოდი ვაქცინაციაზე იმსჯელებსო (არადა – სასულიერო პირების ვაქცინაციაზეა საუბარი, რაც მათი უფლებაა, მეორე მხრივ კი, ერისკაცებს ვინ ეკითხება, რაზე იმსჯელებენ სასულიერო პირები?!).

ასეა თუ ისე, ერთი შეხედვით, თითქოს საზიანოდ მოქმედებენ, მაგრამ, თუ მოვლენებს საღად გავაანალიზებთ – ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს, ბოლოს და ბოლოს, ქრისტიანობა სხვა რაა, თუ არა დევნა?! ამდენად, პეტრე ცაავათი დაწყებული და ეკლესიისთვის სულ უკანასკნელი ქვის მსროლელით დამთავრებული, ყველანი, მადლობას იმსახურებენ. ბოლოს და ბოლოს, როგორც წმიდა მამები ამბობენ – ეშმაკი ღვთის მაიმუნიაო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი