პოლიტიკა

გეოგრაფია უცვლელია

№25

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 27.06, 2022 წელი

გეოგრაფია უცვლელია
დაკოპირებულია

ანუ ხარკი – კანდიდატობისთვის

16 ივნისს იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის პირველკაცების კიევში ჩასვლა იმით დაგვირგვინდა, რომ, ჯერ ერთი, მაკრონმა მოგვახსენა, ჩვეულებრივ პირობებში უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მივანიჭებდით, ეს ომის გამოაო (არალირიკული გადახვევა: ევროკომისიის პრეზიდენტმა, ზემონახსენებმა ურსულამ გაგვიმხილა შემდეგი: „ჩვენ უკვე ვიცით, რომ უკრაინა და უკრაინელები მზად არიან დაიხოცონ ევროპული პერსპექტივისთვის. ჩვენ გვინდა, რომ იცოცხლონ ჩვენთან ერთად“, ვითომ მართლაც იმის გამო დაგვიწუნეს, ომი რომ არ გავაჩაღეთ?!); მოლდოვის შესახებ კი (არადა არც მათ შემოუხევიათ ტანზე, უნდა ამოვწყდეთ ევროპისთვისო) განაცხადა, უკრაინასა და მოლდოვას ვერ დავაცალკევებთო.

და, აი, ამის შემდეგ დაიწყო ჩვენთვის საინტერესო მოტივი: საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველო სხვა გეოგრაფიაა და სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად მოგვიხსენია (ეს ბუნებრივია – ეს ორია ჩვენი უშუალო მეზობელი და ჩვენი ბედის თანაზიარი), რაც, ცხადია, ნიშნავს, სულაც, რომ ყურებზე გავიაროთ და დემოკრატიის ვარსკვლავები ჩამოვიღოთ ციდან (ამ უარის შემდეგ, მართლაც, უნდა ჩამოვიღოთ და არა რამე სტატუსისთვის, არამედ ჩვენთვის!) ევროკავშირს არ ვჭირდებით, იმიტომ რომ გეოგრაფია უცვლელია.

ამიტომაც ნუ დავღონდებით იმის გამო, რაც ვერ შეიცვლება.

იმას გარდა, ვეჭვობ, უკრაინასა და მოლდოვას ევროპისთვის ერთგულების დასამტკიცებლად კიდევ მოუწევთ ხარკის გაღება...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი