პოლიტიკა

გამოზომილი და მოზომილი

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 22.05, 2023 წელი

გამოზომილი და მოზომილი
დაკოპირებულია

ანუ როცა სიმღერა მხოლოდ სიმღერაა

„ევროვიზია“ რომ პოლიტიკური სანახაობა უფროა, ვიდრე მუსიკალური, თუ პერიფრაზს მოვიშველიებთ, ეს ლამის ბავშვმაც კი იცის (ანუ ვინ არის კაკო), და თუმცა თავს ვერ დავდებ, რომ ბავშვებმაც ისიც იციან, რომ უკრაინა-რუსეთის ომიც დიდი გეოპოლიტიკური ჯახია, მაგრამ ესეც ფაქტია (თავისი გამოზომილად მიწოდებული შეიარაღებითა და იმ შეიარაღების გამოყენების ფართობის მოზომვით).

მაგრამ, ამის მიუხედავადაც, The Times-ის ცნობით, ზელენსკის სურდა, რომ „ევროვიზიის“ პლატფორმით ესარგებლა და მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მოეწოდებინა, ოღონდ ევროპის მაუწყებელთა საბჭომ უკრაინის პრეზიდენტის ეს თხოვნა უარყო, მოტივით, გასართობი შოუა და წესებს ვერ დავარღვევთო.

თანაც, ეს წესები ამ მუსიკალური კონკურსის ქვაკუთხედია და აპოლიტიკურობას არამც და არამც არ გადავუხვევთო (არადა წლების განმავლობაში ქვეყნების მიერ ხმების მიცემის სტატისტიკას რომ გადახედო, ეს ყველაზე პოლიტიზებული შოუა კაცობრიობის ისტორიაში).

თუმცა, ბუნებრივია, მოიბოდიშეს (ასეო, ისეო, თქვენი დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ, არაო). მეორე მხრივ კი, მართლაცდა, როდესაც ევროპელ მაყურებელს გართობა უნდა, რა დროს უკრაინაში სისხლისღვრაა?!

მე არ ვიცი, შეამკობს თუ არა უკრაინული პოლიტელიტა ევროპულ მაუწყებელს ისევე, როგორც, მაგალითად, ჩვენს სახელმწიფოსა და ხელისუფლებას ამკობს და ვერც ის ამიხსნია, რატომ აღარ არის აქტუალური შარშან დატყვევებული „აზოველების“ ბედი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: დიდ გეოპოლიტიკურ ჯახში ნაფოტობისთვის განწირულებმა იმდენი მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ ერთმანეთი ცოცხლად არ დავჭამოთ, მანამ მაინც, სანამ დასავლელი მაყურებელი სანახაობებით ტკბება...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი